მატრიცა/კომპლექსური დავალება.2020-2021 სასწ.წელი

მსაჯების ჟესტები

პროფესიული წინსვლისთვის საჭირო ქმედებები

კოლეგებთან სამუშაო შეხვედრა

სასწავლო რესურსი

კლასის მართვა.

ეროვნული სასწავლო გეგმა

სწავლების მეთოდები

მინი ფეხბურთის წრე

ბლოგის შექმნა

ინდივიდუალური სასწავლო გეგმა

.ჯანსაღი ცხოვრების წესი

ლაშქრობა

.პრეზენტაციები

კომპლექსური დავალება. საბაზო საფეხური.

 

 

კომპლექსური დავალების პირობა:

 

  მოიძიეთ ინფორმაცია ლაშქრობის შესახებ, თქვენთვის მოსახერხებელი მეთოდით. ეს  მეთოდი შეიძლება იყოს ონლაინ რესურსი, ადმიანებთან გასაუბრება, რომლებიც ხშირად დადიან სალაშქროდ, ან პირად გამოცდილებაზე დაკვირვება.

  შეგროვილი ინფორმაციის საფუძვეზე  შექმენით ვიდეო ინსტრუქცია ან პრეზენტაცია ლაშქრობის მსურველთათვის.

(დავალებას ასრულებთ წყვილებში)

  თქვენს მიერ შექმნილ ვიდეოინსტრუქციაში ან პრეზენტაციაში ხაზგასმით წარმოაჩინეთ:

·         როოგორ უნდა გვეცვას ლაშქრობის დროს.

·         რა სახის საკვები ჯობია წავიღოთ ლაშქრობაზე.

·         რა არის ის აუცილებელი ნივთები რაც უნდა გვქონდეს როდესაც მივდივართ სალაშქროდ.

·         გარემოს დაცვის კუთხით რა უნდა გავაკეთოთ რომ ჩვენმა ლაშქრობამ არ მიაყენოს ზიანი გარემოს.

·         რა უნდა გავითვალისწინოთ როდესაც სალაშქროდ მივდივართ ჯგუფთან ერთად.

შეგიძლიათ ამ ხუთ საკითხს თქვენი სურვილით დაამატოთ დამატებითი რეკომენდაციები.

პრაქტიკული რჩევები კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისთვის:

 

დავალების შესრულების დროს არ ხართ შეზღუული მასალის მოძიების წყაროსთან დაკავშირებით, მაგრამ მე ჩემის მხრივ შემოგთავაზებთ რამდენიმე ლინკს სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაციას:

 

1.      სახელმძღვანელო მარტივ სამთო ბილიკებზე მოსწავლე ახალგაზრდების გამყოლისთვის.

2.      ერთერთი ტურისტული ჯგუფის წესების კრებული

3.      კიდევ ერთი ინტერნეტ რესურსი, როგორ მოვემზადოთ ლაშქრობისთვის.

 

 

 

Комментариев нет:

Отправить комментарий