მატრიცა/კომპლექსური დავალება.2020-2021 სასწ.წელი

მსაჯების ჟესტები

პროფესიული წინსვლისთვის საჭირო ქმედებები

კოლეგებთან სამუშაო შეხვედრა

სასწავლო რესურსი

კლასის მართვა.

ეროვნული სასწავლო გეგმა

სწავლების მეთოდები

მინი ფეხბურთის წრე

ბლოგის შექმნა

ინდივიდუალური სასწავლო გეგმა

.ჯანსაღი ცხოვრების წესი

ლაშქრობა

.პრეზენტაციები

რა არის კომპლქსური დავალება

 

გზამკვლევი

(მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით)

 

დოკუმენტი წარმოადგენს გზამკვლევს, რომელიც მასწავლებლებს, დისტანციურ რეჟიმში, მოსწავლეთა მიღწევების შეფასებაში დაეხმარება. შესავალ ნაწილში, საზოგადოების მხრიდან ხშირად დასმული შეკითხვებზე პასუხის ფორმატში, ჩამოყალიბებულია მეთოდიკური რეკომენდაციები. დანართების სახით კი შემოთავაზებულია პრაქტიკული ინსტრუმენტები, რომლებზე დაფუძნებითაც პედაგოგები კომპლექსური დავალებების პირობის შექმნას და მოსწავლეთა  მიღწევების შეფასებას შეძლებენ.

დოკუმენტს ახლავს დანართები თითოეული საფეხურის/ქვესაფეხურის (I-IV, V-VI, VII – IX, X-XII კლასების)  ყველა სავალდებულო საგნისთვის.

 

 

მეთოდიკური რეკომენდაციები

 

1)  რა განსხვავებაა განმსაზღვრელ და განმავითარებელ შეფასებას შორის?

განმსაზღვრელ და განმავითარებელ შეფასებას ერთმანეთისგან განსხვავებული ფუნქცია აქვთ. პირველი მათგანი (განმსაზღვრელი შეფასება) ემსახურება მოსწავლის აკადემიური მიღწევის დონის დადგენა საგნობრივი სასწავლო გეგმის შედეგებთან/ყველასათვის საერთო კრიტერიუმთან მიმართებით, მეორე (განმავითარებელი შეფასება) კი აღწერს მოსწავლის მიერ განვლილ საგანმანათლებლო გზას;  ახასიათებს მის ძლიერ და სუსტ მხარეებს; წარმოაჩენს თუ რისი გაგება, გააზრება გაუჭირდა და გაუადვილდა მოსწავლეს მისი ეფექტიანად დახმარებისა და წინსვლის ხელშეწყობის მიზნით.

ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნაა, რომ როგორც განმსაზღვრელი, ისე განმავითარებელი შეფასება კომპლექსური/კომპლექსური ტიპის დავალებების საშუალებით განხორციელდეს.

 

2) რა არის კომპლექსური დავალება?

კომპლექსური დავალება არის შემოქმედებითი პროდუქტი (მაგალითად, კომიქსი, მოთხრობა, ვიდეორგოლი, პლაკატი და სხვა), რომელსაც ქმნის მოსწავლე; და რომლის საშუალებითაც საკუთარ ცოდნას ადასტურებს საგნობრივ საკითხებთან/შესასწავლ მასალასთან მიმართებით (მაგალითად, ადასტურებს, თუ როგორ გაიგო ტექსტის შინაარსი, ამა თუ იმ ბუნებრივი მოვლენის არსი და სხვა).

 

 

 

 

 3) რით განსხვავდება კომპლექსური დავალება სხვა ე.წ.  ჩვეულებრივიდავალებებისგან? რატომ არი მნიშვნელოვანი შეფასების კომპლექსურ დავალებებზე დაფუძნება?

პროცედურებსა და დამახსოვრებაზე ორიენტირებული დავალებებისგან (მაგალითად, არჩევითპასუხიანი ტესტებისგან) განსხვავებით, კომპლექსური დავალების პირობა იმგვარადაა ჩამოყალიბებული, რომ მოსწავლისგან ახლად შესწავლილი/გასამეორებელი მასალის რეალურ ცხოვრებასთან და სხვა საგნობრივ საკითხებთან დაკავშირებას მოითხოვს (მაგალითად, არ არის საკმარისი მოსწავლემ ზოგადი დებულებები ჩამოაყალიბოს ტოლერანტობასთან დაკავშირებით; საჭიროა, რომ მან ყოველდღიურ ცხოვრებაში ტოლერანტობის მაგალითი/მაგალითები აღმოაჩინოს და ის თანაკლასელების/მასწავლებლის წინაშე კომპლექსური დავალების საშუალებით წარმოადგინოს და გააანალიზოს).

ამგვარი დავალების ხარისხიანად შესრულება მოსწავლეს მხოლოდ საკითხის ღრმად (და არა ზედაპირულად) გააზრების შემთხვევაში შეუძლია. მაშასადამე, შეიძლება ითქვას, რომ შეფასების სისტემის კომპლექსურ დავალებებზე დაფუძნება იმის გარანტიაა, რომ სწავლა-სწავლების პროცესი ორიენტირებული იქნება ხარისხიან ცოდნაზე და არა მასალის ზედაპირულ დასწავლაზე.

 

4) როგორ უნდა შექმნას მასწავლებელმა კომპლექსური დავალების პირობა?

კომპლექსური დავალების პირობის შესაქმნელად სამი არსებითი ნიუანსია გასათვალისწინებელი. კერძოდ, მასწავლებელმა:

Выноска 3: კონკრეტული საგნობრივი საკითხია) უნდა შეარჩიოს ძალიან კონკრეტული საგნობრივი საკითხი (იხ. ცხრილი 1. საკითხი - თამარის საშინაო პოლიტიკა)

ცხრილი 1.

სამიზნე ცნება - 

შედეგები -

 

საკითხი - თამარ მეფის საშინაო პოლიტიკა

 

კომპლექსური დავალების პირობა:

 

 

 

 

 

 

Выноска 3: გრძელვადიანი მიზნებიბ) უნდა განსაზღვროს გრძელვადიანი მიზანი, რომლის დაძლევა/გააზრებასაც მოსწავლის მხრიდან საგნობრივი საკითხის შესწავლა ემსახურება (ანუ პასუხი უნდა გაეცეს შეკითხვას - რატომ ვასწავლით ამ საკითხის შესახებ მოსწავლეს? ). ეროვნულ სასწავლო გეგმაში გრძელვადიანი მიზნები საფეხურის შედეგებისა და სამიზნე ცნებების სახითაა ჩამოყალიბებული[1] (იხ. ცხრილი 2). საგნობრივ გზამკვლევებში კი სამიზნე ცნებებსა და შედეგებს ახლავს მკვიდრი წარმოდგენები, რომლებიც განსაზღვრავენ კონკრეტულ ცნებასთან მიმართებით რა განზოგადებებამდე უნდა მივიყვანოთ მოსწავლე (იხ. დანართი 1. საგნების მიხედვით).

ცხრილი 2.

სამიზნე ცნება - „წყარო“

შედეგები  - 1, 2, 5, 6

 

საკითხი - თამარ მეფის საშინაო პოლიტიკა

 

კომპლექსური დავალების პირობა:

 

 

Выноска 3: შემოქმედებითი პროდუქტიგ) უნდა განსაზღვროს, რა იქნება ის შემოქმედებითი პროდუქტი, რომლის საშუალებითაც მოსწავლე ცხოვრებისეულ კონტექსტში ცოდნის ტრანსფერს გააკეთებს და შესასწავლ საკითხთან მიმართებით საკუთარ ცოდნას წარმოაჩენს (იხ. ცხრილი 3).

ცხრილი 3.

სამიზნე ცნება - „წყარო“

შედეგები  - 1, 2, 5, 6

 

საკითხი - თამარ მეფის საშინაო პოლიტიკა

 

კომპლექსური დავალების პირობა:

გაეცანით ყუთლუ-არსლანის დასის გამოსვლის შესახებ უცნობი ავტორის ცნობებს, სადაც მოვლენები თამარ მეფის სასარგებლოდაა აღწერილი. წარმოიდგინეთ, რომ ხართ თამარის ეპოქაში მცხოვრები მემატიანე, რომელიც კეთილგანწყობილია მეფის მოწინააღმდეგე ყუთლუ არსლანის მიმართ და მხარს უჭერს „ისნის კარავის“ დაარსებას. შექმენით მოკლე „მატიანე“, სადაც ყუთლუ არსლანის დასის გამოსვლას თამარ მეფის უცნობი მემატიანისგან განსხვავებული ინტერპრეტაციით წარმოაჩენთ.  

5) როგორ უნდა შევაფასოთ მოსწავლე განმსაზღვრელი შეფასებით კომპლექსურ დავალებაზე დაყრდნობით?

ეროვნული სასწავლო გეგმის განახლებული მოთხოვნების მიხედვით, მოსწავლის როგორც მიმდინარე, ისე შემაჯამებელი შეფასება კომპლექსურ დავალებას ეფუძნება. შესაბამისად, დავალების პირობის ჩამოყალიბების პარალელურად, დღის წესრიგში დგება იმის განსაზღვრა, თუ როგორ უნდა შევაფასოთ მოსწავლე მოცემულ დავალებაზე დაყრდნობით (ანუ, როგორ ვაწარმოოთ განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასება).

განმსაზღვრელი შეფასებისთვის მთავარი ატრიბუტია შეფასების რუბრიკა. მისი საშუალებით პედაგოგი აყალიბებს საკუთარ მოლოდინებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოეთხოვება მოსწავლეს კონკრეტული დავალების მაგალითზე სამიზნე ცნებებთან მიმართებით.

შეფასების რუბრიკების შექმნა ორი განსხვავებული გზით შეიძლება:

ვარიანტი I

Выноска 3: შეფასების კრიტერიუმებიქვემოთ აღწერილი მიდგომა ინტენსიურად გამოიყენება პროექტ ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში. ამ შემთხვევაში განმსაზღვრელი „შეფასების რუბრიკა“ კომპლექსური დავალების პირობაშივეა ჩაშენებული ქუდის ქვეშ - „ნაშრომში/ნაშრომის პრეზენტაციისას ხაზგასმით წარმოაჩინეთ“. ამ ქუდის ქვეშ იწერება შეფასების კრიტერიუმები (იხ. ცხრილი 4), რომლებსაც მასწავლებელი საკუთარი შეხედულებისამებრ ანიჭებს წონას 10 ბალიან სისტემასთან მიმართებით (მაგალითად, გადაწყვეტს, რომ პირველი კრიტერიუმეისთვის 2 ქულაა მაქსიმალური შეფასება, მეორესთვის- 3, მესამესთვისაც - 3  და ა.შ.

ცხრილი 4.

სამიზნე ცნება - „წყარო“

შედეგები  - 1, 2, 5, 6

საკითხი - თამარ მეფის საშინაო პოლიტიკა

კომპლექსური დავალების პირობა:

გაეცანით ყუთლუ-არსლანის დასის გამოსვლის შესახებ უცნობი ავტორის ცნობებს ჰიპერლინკი 1, სადაც მოვლენები თამარ მეფის სასარგებლოდაა აღწერილი. წარმოიდგინეთ რომ ხართ თამარის ეპოქაში მცხოვრები მემატიანე, რომელიც კეთილგანწყობილია მეფის მოწინააღმდეგე ყუთლუ არსლანის მიმართ და მხარს უჭერს „ისნის კარავის“ დაარსებას. შექმენით მოკლე „მატიანე“, სადაც ყუთლუ არსლანის დასის გამოსვლას თამარ მეფის უცნობი მემატიანისგან განსხვავებული ინტერპრეტაციით წარმოაჩენთ. 

თქვენს მიერ შექმნილ „მატიანეში“ ხაზგასმით წარმოაჩინეთ:

·        როგორც მემატიანეს საიდან გაქვთ ინფორმაცია ყუთლუ არსლანის დასის გამოსვლის შესახებ;

·        რა ნიუანსებში განსხვავდება ყუთლუ არსლანის დასის გამოსვლასთან დაკავშირებული თქვენს მიერ მოწოდებული აღწერილობა, თქვენი მოწინააღმდეგე თამარ მეფის ისტორიკოსის ინტერპრეტაციებისგან; რა არის ამ განსხვავებების არსებობის მიზეზი.

 

 

ვარიანტი II

პირველი ვარიანტისგან განსხვავებით მეორე შემთხვევაში მასწავლებელი თითოეული დავალებისთვის ქმნის დამოუკიდებელ შეფასების რუბრიკას (საამისოდ მან ქვემოთ მოცემულის  (იხ. ცხრილი 5) მსგავსი, ან ნებისმიერი სხვა ფორმის ცხრილი შეიძლება გამოიყენოს.

აქ მასწავლებელი პირველ სვეტში განსაზღვრავს საკუთარ მოლოდინებს, მეორე სვეტში კი აკონკრეტებს რა წონა აქვს თითოეულ კრიტერიუმს 10 ბალიან სისტემასთან მიმართებით.

კლასი

მოსწავლის სახელი, გვარი

თემა

დავალების პირობა

შეფასების კრიტერიუმები

     ქულები

კომენტარი

1.

 

 

2.

 

 

3.

 

 

 

6) განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეკომენდაციით, დისტანიური სწავლა-სწავლების რეჟიმში, განსაკუთრებული აქცენტი განმავითარებელ შეფასებაზე კეთდება.  როგორ უნდა ვაწარმოოთ განმავითარებელი შეფასება კომპლექსურ დავალებებზე დაყრდნობით?

განმავითარებელი შეფასების ეფექტურად წარმოებისთვის საჭიროა ორი არსებითი ნიუანსი:

ა) გრძელვადიანი მიზნობრივი ორიენტირი;

ბ) დავალება, რომელიც ავთენტურ (და არა ზედაპირულ) ცოდნას ამოწმებს;

პირველის როლს ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით სამიზნე ცნება ასრულებს, მეორეს ფუნქცია კი კომპლექსურ დავალებას ეკისრება. თუკი მასწავლებელი მოსწავლეებს წლის განმავლობაში ერთსა და იმავე სამიზნე ცნებაზე (რომელიც თემიდან თემამდე და წლიდან წლამდე ფორმას არ იცვლის) ორიენტირებულ რამდენიმე კომპლექსურ დავალებას გააკეთებინებს მოსწავლეს, მაშინ ის შემაჯამებელი და მიმდინარე განმავითარებელი შეფასების გამოყენების გზით იოლად შეძლებს სამიზნის მიმართულებით მოსწავლის მიღწევების, მისი ძლიერი და სუსტი მხარეების, მისი საჭიროებების შემჩნევასა და აღწერას (ცხრილი 5) (იხ. დანართი 1. სამიზნე ცნებები საგნების მიხედვით).

 

 

 

ცხრილი 5.

 

 

 

 


კომპლექსური დავალება 3

 

 

კომპლექსური დავალება 2

 

 

კომპლექსური დავალება 1

 
                                                                                  

                                        

 

 

მაგალითად, თუკი ისტორიის მასწავლებლები საგნობრივ საკითხად შეარჩევენ შემდეგ საკითხებს - ა) დავით აღმაშენებელი და მისი რეფორმები; ბ) თამარ მეფე და მისი საშინაო პოლიტიკა; გ) გიორგი ბრწყინვალე და საქართველოს მონღოლთა ბატონობისგან გათავისუფლება და სხვა), შემდეგ კი თითოეულ საგნობრივ საკითხთან მიმართებით შექმნიან ერთსა და იმავე გრძელვადიან მიზანზე (მაგალითად, სამიზნე ცნება „წყაროზე“) ორიენტირებულ  კომპლექსური დავალების პირობას (მაგალითად, ა) შეიქმნას საგაზეთო დავით აღმაშენებლის რეფორმებთან დაკავშირებით; ბ) მოყოლილ იქნას თამარ მეფის მოღვაწეობის შესახებ „ოპოზიციონერი მემატიანის“ პირით;  გ) მომზადდეს CV გიორგი ბრწყინვალისთვის და სხვა). ისინი იოლად შეძლებენ წყაროების ანალიზის თვალსაზრისით მოსწავლეთა მიღწევების აღწერას)[2].

 

პროექტ „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში შემაჯამებელი განმავითარებელი შეფასების საწარმოებლად ჰოლისტური რუბრიკა გამოიყენება (ცხრილი 6). მისი საშუალებით  მოსწავლის მიღწევები სამიზნე ცნებასთან მიმართებით აღიწერება.

ცხრილი 6.

საგანი

საკითხი

რა საკითხს ვასწავლი?

მიზანი  (შედეგი, სამიზნე ცნება,  მკვიდრი წარმოდგენები

რა მიზნით ვასწავლი?

კომპლექსური დავალების პირობა

რა კომპლექსური დავალებით ვამოწმებ მოსწავლის ცოდნას?

 

 

 

 

 

 

 

 

სოლო ტაქსონომიის დონე

შეფასების კრიტერიუმი

მოსწავლემ:

აბსტრაქტული დონე

მოსწავლეს სიღრმისეულად აქვს გააზრებული საკითხის არსი / არსობრივი მახასიათებლები, რაც მას ამ ცოდნის განზოგადებისა  და მისი დეკონტექსტუალიზების საშუალებას აძლევს.

 

მიმართებითი დონე

მოსწავლეს ესმის საკითხის არსი; ხედავს ურთიერთმიმართებებს საკითხთან დაკავშირებულ არსებით სტრუქტურულ ერთეულებს შორის.

                     

მულტისტრუქტურული დონე

მოსწავლეს  აქვს მხოლოდ რამდენიმე, ერთმანეთთან დაუკავშირებელი, უსისტემო ასოციაცია/წარმოდგენა შესასწავლ საკითხთან დაკავშირებით.

 

მოსწავლე აღწერს გიორგი III - ისა და თამარ მეფის მმართველობის პერიოდის  საქართველოს შიდა ვითარებასთან დაკავშირებული მოვლენებს (კერძოდ, მართებულად გადმოსცემს ფაქტებს „უგვაროთა აღზევებასთან“, დემნა ბატონიშვილის აჯანყებასთან, ყუთლუ არსლანის დასის გამოსვასთან დაკავშირებით), მაგრამ ვერ ხედავს მიმართებებს ამ მოვლენებს შორის. შესაბამისად, უჭირს თამარ მეფის ისტორიკოსის ტენდენციურობის მიზეზებზე მსჯელობა.

უნისტრუქტურული დონე

მოსწავლეს  აქვს მხოლოდ ერთი არასტრუქტურირებული ასოციაცია/წარმოდგენა შესასწავლ საკითხთან დაკავშირებით.

 

 

პრე-სტრუქტურული დონე

მოსწავლეს საკითხთან დაკავშირებით არ აქვს რელევანტური ინფორმაცია

 

 

კომპლექსური დავალებით განსაზღვრული პროდუქტის შესაქმნელად, რომელიც ახალი საკითხების დამუშავებასაც  გულისხმობს,  მოსწავლე უამრავ სხვადასხვა ტიპის აქტივობაში ერთვება (მაგალითად,  კონრეტული პროცედურის ასათვისებლად სავარჯიშოს შესრულება, კვიზი, ახალი ინფორმაციის გაცნობა, კონკრეტულ მოვლენაზე დაკვირვება, ინფორმაციის წაკითხვა-გაგება, კითხვების დასმა, კითხვებზე პასუხის გაცემა, დისკუსიაში მონაწილოება, სქემის აგება და სხვა.).  ამ პროცესის მსვლელობისას  მასწავლებელი მიმდინარე განმავითარებელი შეფასების საშუალებით გამოავლენს მოსწავლეების საჭიროებებს, და ამის გათვალისწინებით, მისცემს დამაკვალიანებელ, გეზისმიმემ უკუკავშირს, დაეხმარება  სიძნელეთა გადალახვაში, შემაფერხებელი შეცდომებისა თუ ხარვეზების აღმოჩენასა და გამოსწორებაში.

სკოლებმა მოსწავლის მიღწევების აღსაწერად, რა თქმა უნდა, ზემოაღწერილისგან (ცხრილი 6.) განსხვავებულ საშუალებებსაც შეუძლიათ მიმართონ, თუმცა, ეს აღწერილობა აუცილებლად უნდა შეიცავდეს იმის ახსნას, თუ რამდენად ვლინდება მოსწავლის პროგრესი სამიზნე ცნებასთან / მასთან ერთად კი საფეხურის შედეგებთან მიმართებით.

 

7) რა განსხვავება/მიმართებაა კომპლექსურ დავალებასა და შემაჯამებელ დავალებას შორის?

კომპლექსური დავალება არის დავალების ტიპი. ტერმინით „შემაჯამებელი“ კი განისაზღვრება სტატუსი/ფუნქცია, რომელიც სწავლა-სწავლების პროცესში ზოგიერთ დავალებას ენიჭება. მაგალითად, სწავლა-სწავლების პროცესში მასწავლებელმა შესაძლოა საკუთარ მოსწავლეებთან 10 კომლექსური დავალება განახორციელოს, აქედან სამს კი შემაჯამებელი დავალების სტატუსი მიანიჭოს (იმის მიხედვით, თუ რამდენი შემაჯამებელია სავალდებულო მის საგანში ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით).

ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების მიხედვით ყველა შემაჯამებელი დავალება კომპლექსური ტიპის უნდა იყოს (არ შეიძლება შემაჯამებლის სტატუსი მიენიჭოს მხოლოდ პროცედურულ და დეკლარატიულ ცოდნაზე ორიენტირებულ სავარჯიშოებს).

 

8) სწავლა-სწავლებისა და შეფასების დაფუძნება კომპლექსურ დავალებებზე რატომ შეუწყობს ხელს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების მიღწევას?

ეროვნული სასწავლო გეგმა საქართველოს სკოლების პედაგოგებს ორი ტიპის მოთხოვნებს უყენებს:

1.      სწავლა-სწავლების ორიენტირება გრძელვადიან მიზნებზე (საფეხურის შედეგები, სამიზნე ცნებები);

2.      სწავლა - სწავლების დაფუძნება კონსტრუქტივისტულ საგანმანათლებლო პრინციპებზე[3].

პირველი მოთხოვნის (გრძელვადიან მიზანზე ორიენტირება) პრაქტიკაში რეალიზება ხდება სამიზნე ცნებების საშუალებით. საამისოდ საკმარისია, რომ პედაგოგმა სამიზნე ცნებებზე ორიენტირებულად დაგეგმოს სასწავლო საკითხებისა და თემების სწავლა-სწავლება.

მეორე შემთხვევაში კი მთავარი როლი კომპლექსურ დავალებებს ენიჭება. მისი საშუალებით ხდება ეროვნული სასწავლო გეგმის ხუთივე პრინციპის პრაქტიკაში რეალიზება. კერძოდ, კომლექსური დავალებების საშუალებით მოსწავლე:

1) აქტიურია და ჩართულია აქტიურ შემოქმედებით პროცესებში (პრინციპი 1);

2) ახალ ცოდნამდე მიდის წინარე ცოდნის (დავალების ფორმა და კონტექტი) საშუალებით (პრინციპი 2);

3) ახალ ცოდნას უკავშირებს რეალურ ცხოვრებასა და სხვა საგნობრივ საკითხებს (პრინციპი 3);

4) მასწავლებელს საშუალება აქვს განსაზღვროს არა მხოლოდ ის, თუ რას სწავლებს, არამედ როგორ სწავლებს მოსწავლე (პრინციპი 5);

5) ორიენტირებულია არა მხოლოდ დამახსოვრებასა და პროცედურების გააზრებაზე, არამედ მათ ცხოვრებასთან დაკავშირებაზე (პრინციპი 6).

 

კომპლექსური დავალებები, სასწავლო პროცეში შუალედური მიზნების როლს ასრულებენ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

საგნობრივი გზამკვლევები

(ინსტრუქციები საგნობრივი გზამკვლევების პრაქტიკაში გამოსაყენებლად)

 

გზამკვლევის შესავალ ნაწილში აღინიშნა, რომ როგორც განმსაზღვრელი, ისე განმავითარებელი შეფასების პროცესში საკვანძო სიტყვებია - სამიზნე ცნება, საგნობრივი საკითხი და კომპლექსური დავალები.

Скругленный прямоугольник: კომპლექსური დავალება არის შემოქმედებითი პროდუქტი, რომლის შექმნა-პრეზენტაციითაც მოსწავლე საკუთარ ცოდნას ადასტურებს საგნობრივ საკითხთან და იმ სამიზნე ცნებებთან მიმართებით, რომელსაც საგნობრივი საკითხი უკავშირდება.
Скругленный прямоугольник: საგნობრივი საკითხი - არის ერთეული, რის საფუძველზეც ამა თუ იმ საგნის შინაარსი იყოფა. ეროვნულ სასწავლო გეგმის საგნობრივ სტანდარტში საკითხები სავალდებულო სახით არ არის განსაზღვრული. მასწავლებელს თავად შეუძლია სწავლა-სწავლების პროცესში მიზნის (სამიზნე ცნება, შედეგი) შესაბამისი საკითხის შერჩევა.
Скругленный прямоугольник: სამიზნე ცნება წარმოადგენს გრძელვადიან მიზანს, რომელი მიმართულებით ცოდნის გაღრმავებაც მოსწავლეს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების (შედეგები, მიზნები) დაძლევამდე მიიყვანს.
 

 

 

 

 


.

 

 

 

საგნობრივ გზამკვლევებში, ცხრილის სახით, მოცემულია ინსტრუქციები და ნიმუშები, რომლებიც მასწავლებლებს საგნობრივ საკითზებზე დაყრდნობით, გრძელვადიანე მიზნებზე ორიენტირებული კომპლექსური დავალებების შექმნაში დაეხმარება.

 

გზამკვლევები სამსვეტიანი ცხრილის ფორმით არის წარმოდგენილი:

I სვეტი სამიზნე ცნება და ცნებასთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები - სამიზნე ცნება წარმოადგენს პასუხს შეკითხვაზე - რა მიზნით ვასწავლი მოსწავლეს ამა თუ იმ საგანს? თითოეული საგნისთვის გამოყოფილია სულ რამდენიმე ცნება, რომლებსაც ახლავს მკვიდრი წარმოდგენები. ეს არის განზოგადებული აზრები, რომელთა გათავისებაც მოსწავლეს სამიზნე ცნებებით ოპერირების საშუალებას მისცემს.

სამიზნე ცნებები გამომდინარეობს ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგებიდან.  სწორედ ამიტომ საგნობრივი გზამკვლევების პირველ სვეტში მოცემულია ინდექსები, რომლებიც განსაზღვრავენ თუ საბაზო და საშუალო საფეხურის რომელ შედეგს მიემართება სამიზნე ცნება (იხ. საგნობრივი გზამკვლევების პირველი სვეტი).

 

საგნობივი გზამკვლევების მეორე სვეტში მოცემულია საკითხების ტიპოლოგია, რომელზე მუშაობაც მოსწავლეს სამიზნე ცნებების გააზრებაში დაეხმარება. აქ საკითხები ტიპოლოგიურადაა დაჯგუფებული სამიზნე ცნებების მიხედვით. კერძოდ, თითოეული ცნებისთვის გამოყოფილია 2-3 ტიპის საკითხი (ბულიტების სახით მოყვანილია ტიპური მაგალითები). ამ მაგალითებზე დაყრდნობით მასწავლებელი იოლად შეძლებს სხვა მსგავსი საკითხების შერჩევას, ან სახელმძღვანელოში მოცემული საკითხების სამიზნე ცნებებთან მისადაგებას. 

 

საგნობივი გზამკვლევების მესამე სვეტში - წარმოდგენილია კომპლექსური დავალების ნიმუშები. ნიმუშები აღწერილია იმგვარად, რომ მასწავლებელი მათი სახით, ერთი მხრივ, მზა კომპლექსურ დავალებას იხილავს, მეორე მხრივ კი, მიიღებს ყალიბს, რომლის საფუძველზეც, უკვე სხვა საკითხთან მიმართებით შეძლებს მსგავსი დავალების პირობის ფორმულირებას. მაგალითად იხ. ცხრილში მოცემული კომპლექსური დავალების პირობა სკოლაში არსებულ საზოგადოებრივ პრობლემებთან დაკავშირებით, რომელიც საგნიის „მე და საზოგადოება“ სამიზნე ცნების - „საზოგადოება“ და მასთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენების გააზრებას ემსახურება:

სამიზნე ცნება                            საზოგაოება                                               (შედეგი: 1, 2, 3, 10, 13, 14, 16, 17)

საკითხი         სოციალური რეკლამა / საზოგადოებრივი პრობლემები ჩემს სკოლაში

კომპლექსური დავალების პირობა:

შექმენით „სოციალური რეკლამა“,  რომლის საშუალებითაც სასკოლო საზოგადოების წევრებს სკოლისთვის აქტუალურ რომელიმე პრობლემასთან დაკავშირებით დააფიქრებ.

 

ნაშრომში ხაზგასმით წარმოაჩინეთ:

·         რომელი ჯგუფისთვის აქტუალურ პრობლემას წარმოაჩენს სოციალური რეკლამა;

·         წარმოაჩენს თუ არა სოციალური რეკლამა მთელი სასკოლო საზოგადოებისთვის აქტუალურ პრობლემასა და საზრუნავს;

·         რამდენად და როგორ ზრუნავენ სოციალური რეკლამის საშუალებით წარმოჩენილ პრობლემაზე სასკოლო საზოგადოების წევრები.

                                                                                                                                            

(დანართი 2. კომპლექსური დავალებების ნიმუშები საგნების მიხედვით).

წარმოდგენილი ნიმუში ერთი მხრივ დასრულებული კომპლექსური დავალების პირობას წარმოადგენს, სადაც საგნობრივი საკითხიც (საზოგადოებრივი პრობლემები ჩემს სკოლაში) მკაფიოდ ჩანს, მოსწავლის მხრიდან შესაქმნელი შემოქმედებითი პროდუქტიც და შეფასების კრიტერიუმებიც (ბულიტები ქუდის ქვეშ სტატიებში ხაზგასმით წარმოაჩინეთ ......... ), რომელიც დავალებას სამიზნე ცნება „საზოგადოების“ მკვიდრი წარმოდგენებისკენ მიმართავს. 

პედაგოგს ეს დავალება მზა სახით შეუძლია გამოიყენოს საკუთარ მოსწავლეებთან, თუმცა, მეორე მხრივ, იგივე დავალება მას სხვა კომპლექსური დავალებების შესაქმნელ ყალიბადაც შეიძლება გამოადგეს. კერძოდ, მასწავლებელს დავალების პირობაში შეუძლია შეცვალოს ან საგნობრივი საკითხი, ან შემოქმედებითი პროდუქტი, ან ორივე ერთად (საგნობრივი საკითხიც და შემოქმედებითი პროდუქტიც) და შექმნას იგივე ტიპის, თუმცა სრულიად ახალი კომპლექსური დავალება, რომელიც ისევ და ისევ სამიზნე ცნება „საზოგადოების“ გააზრებაზე იქნება ორიენტირებული.

 

გზამკვლევში შემოთავაზებული ნიმუშები, რა თქმა უნდა, სრულად არ ამოწურავს კომპლექსური დავალებების მრავალფეროვნებას. პედაგოგებს, თითოეული სამიზნე ცნებისთვის და საკითხთა თითოეული ტიპისთვის სრულიად განსხვავებული ბუნების კომპლექსური დავალებები შეუძლიათ მოიგონონ. მათ ასევე შეუძლიათ მოცემულობა გაართულონ და ერთი კომპლექსური დავალება ორი, სამი, ან კიდევ უფრო მეტი სამიზნე ცნების დასამუშავებლად გამოიყენონ.

 



[1] სამიზნე ცნებები არ არის განსაზღვრული საშუალო საფეხურის საგნობრივ სტანდარტებში, სადაც ამ ეტაპზე, ჯერ კიდევ 2011-2016 წლების ეროვნული სასწავლო გეგმა მოქმედებს. თუმცა, სამიზნე ცნებები მიემართება როგორც საბაზო, ისე საშუალო საფეხურებს.

 

 

[2] სწავლა-სწავლების პროცესში კომპლექსური დავალების როლის აღწერა - გაკვეთილზე პედაგოგი ახალ/გასამეორებელ საკითზე გადასვლის დაანონსებისთანავე მოსწავლეებს კომპლექსური დავალების პირობასაც გააცნობს, შემდეგ კი 4-5 (ან კიდევ უფრო მეტი) გაკვეთილის განმავლობაში მოსწავლეებს მოცემული დავალების შესრულებაში ეხმარება.

სწავლა-სწავლების პროცესში ყოველი სხვა დავალება და აქტივობა (მაგალითად, ტექსტის წაკითხვა და დისკუსია დავით აღმაშენებლის, თამარ მეფისა და გიორგი ბრწყინვალის შესახებ) ორიენტირებულია იმაზე, რომ მოსწავლეს კომპლექსური დავალების შესრულებაში გაუწიოს დახმარება. გამომდინარე აქედან, მოსწავლის პერსპექტივიდან სასწავლო პროცესი სხვა არაფერია თუ არ სვლა ერთი კომპლექსური რიგით მომდევნო კომპლექსურ დავალებამდე.

სწავლა-სწავლების პროცესში კომპლექსური დავალება გამოიყენება როგორც მოსწავლის ცოდნის შემოწმებისთვის, ისე ახალი ცოდნის კონსტრუირებისთვის. მისი განხილვის პროცესში მასწავლებელი მოსწავლეებს სასწავლო საკითხთან დაკავშირებული დეტალების გააზებაში ეხმარება, ამასთან დავალებას განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასების საფუძველზე მოზარდის მიღწევების შესაფასებლადაც იყენებს.

 

 

სწავლა-სწავლებსი 5 პრინციპი - ეროვნულ სასწავლო გეგმაში კონსტრუქტივისტული მიდგომები აღიწერება 5 საგანმანათლებლოო პრინციპის სახით. სკოლა და მასწავლებლები ვალდებული არიან სწავლა-სწავლება და შეფასება მათზე დაფუძნებით წარმართონ.

1.       მოსწავლის შინაგანი ძალების გააქტიურება: აქტიური სწავლა - სწავლა-სწავლების პროცესი ხელს უნდა უწყობდეს მოსწავლის აქტიურ, შემოქმედებით საქმიანობას (კვლევა, შემოქმედებითი პროდუქტის შექმნა და ა.შ.) და არა მის პასიური მსმენელის  მდგომარეობაში ყოფნას;

2.    ახალი ცოდნის კონსტრუირება წინარე ცოდნაზე დაყრდნობით - სწავლა-სწავლების პროცესში თანდათანობით უნდა ხდებოდეს მოსწავლის მიყვანა ახალ ცოდნამდე (და არა ახალი მასალის ერთბაშად და მოუმზადებლად მიცემა);

3.    ცოდნათა ურთიერთდაკავშირება და ორგანიზება - სწავლა-სწავლების პროცესი ხელს უნდა უწყობდეს სამიზნე ცნების გარშემო ურთიერთდაკავშირებულ ცოდნათა აგებას (და არა გაფანტულ-დანაწევრებული ინფორმაციის მიწოდებას);

4.    სწავლის სწავლა - სწავლა-სწავლების პროცესში აქცენტი უნდა კეთდებოდეს არა მხოლოდ რას სწავლობს მოსწავლე, არამედ - როგორ სწავლობს;

5.    ცოდნის სამი კატეგორია (დეკლარატიული, პროცედურული, პირობისეული) - სწავლა-სწავლების პროცესში მხოლოდ თეორიული მასალის დამახსოვრებაზე კი არ უნდა კეთდებოდეს აქცენტი, არამედ ყურადღება უნდა მიექცეს პროცედურებსაც და თეორიული მასალის ცხოვრებაში პრაქტიკულ გამოყენებას.

 

Комментариев нет:

Отправить комментарий