მატრიცა |
||||
დალი ნიკადიმოვი თემატური
ბლოკი - სპორტის სათამაშო (გუნდური) სახეობა. |
||||
სამიზნე ცნებები -ფიზიკური თვისებები (ძალა, სისწრაფე, მოქნილობა, სიმარჯვე, გამძლეობა); ფ. ა. სპ. საბ. 5 ორგანიზება და თვითკონტროლი: ფ. ა. სპ. საბ. 1 ფ. ა.
სპ. საბ. 2 ფ. ა. სპ. საბ. 3 |
||||
საკითხები/ქვეცნებები - გადაცემა, ტყორცნა, მიღება, დარტყმა, ჩაწოდება/მოწოდება, გათამაშება, ტარება, გადაადგილება, დგომი,
სიარული, ხტომა (ფ.ა.სპ.საბ. 4)
(სპეციალური
საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების ინტერესებისა და
შესაძლებლობების
გამოვლენა და განვითარება(ინდივიდუალურად თითოეულ მოსწავლეზე,
შეფასების
შესაბამისად); ასევე
მნიშვნელოვანია განსაზღვრა რას უნდა აღწერდეს
სსსმ-შშმ მოსწავლის შეფასება. ·
არის თუ არა
აუცილებელი სკოლის სასწავლო გეგმის ადაპტირება (მაგ; მოსწავლე მიყვება სპორტისა
და ფიზიკური აღზრდის ძირითად სასწავლო პროგრამას, მაგრამ პროგრამის ცალკეული
ნაწილები ადაპტაციას საჭიროებს); ·
არის თუ არა
აუცილებელი სპორტისა და ფიზიკური აღზრდის სასწავლო გეგმის და მოსალოდნელი
შედეგების მთლიანად მოდიფიცირება; ·
ძლევს
სპორტისა და ფიზიკური აღზრდის სასწავლო გეგმას, მაგრამ საჭიროებს სასწავლო
გეგმის და შედეგების მოდიფიცირებას (მაგ: სპორტისა და ფიზიკური აღზრდის საგანში
მოსალოდნელი სასწავლო შედეგები ძირეულად განსხვავებულია, ინდივიდუალურად
ისწავლება და მისი მიზანია მოსწავლის ცხოვრებისეულ უნარებში ორიენტაცია)). კითხვები: ·
რატომ და როგორ უნდა განვივითარო ტექნიკური ელემენტები? ·
რატომ არის მნიშვნელოვანი და როგორ გვეხმარება თვითკონტროლისა და ორგანიზებულობის გამოვლენა ფიზიკური აქტივობების დროს? ·
როგორ
შეუწყო ხელი შშმმ და სსსმმ-ს აქტიურად ჩაერთოს საგაკვეთილო პროცესში? მკვიდრი წარმოდგენები: ·
ფეხბურთის თამაშის დროს
ორიენტაციას ვიღებ ტექნიკური ელემენტების გამოყენების აუცილებლობაზე
და მეხმარება ფიზიკური თვისებების განვითარებაში. ·
გუნდური სპორტის
სახეობებში მონაწილეობა მასწავლის და მივითარებს კომუნიკაციის, ურთიერთთანამშრომლობისა და შეთანხმებულად
მოქმედების თვისებებს. ·
ფეხბურთის თამაშის დროს
პირადი და სხვისი უსაფრთხოების წესების დაცვა
მეხმარება თავი ავარიდო ტრავმების გამომწვევ ქმედებებს. ·
ინკლუზიური განათლება
მასწავლის თანასწორუფლებიანობას. |
||||
N |
თვე |
სპორტის სახეობა |
შემაჯამებელი კოპლექსური დავალება |
შენიშვნა |
1 |
თებერვალი,მარტი, აპრილი |
ფეხბურთი |
შიდა სასკოლო ფესტივალი; |
სავარაუდო დრო მაგ; 23-29 აპრილი |
აქტივობები |
||||
სიარულის სპეციალური ვარჯიშები: · სიარული
ცერებზე; ·
სიარული ქუსლებზე; .
სიარული გვერდულად; . მიდგმით ნაბიჯებით; რბენით სპეციალური
ვარჯიშები: •
რბენა ადგილზე მუხლის მაღლა აწევით; •
რბენა წინსვლით მუხლის მაღლა აწევით; •
რბენა ცერებზე გაშლილი ფეხით; •
ხტომები ფეხიდან-ფეხზე (ირმის ნახტომი); •
რბენა წვივის უკუ ქნევით; ტექნიკური მომზადება: გადაადგილების ტექნიკა. •
რბენა, ზურგით წინ; •
გადაჯვარედინებული ნაბიჯებით; • ზიგზაგისებრა; •
რკალებით. ვარჯიშები: • ინდივიდუალურად; გადაადგილება ბურთის გარეშე, ფეხების
მონაცვლეობით წახტომში; გადაადგილება ბურთან ერთად. • პარტნიორთან ერთად, ანუ წყვილებში მოძრაობა
იმიტირებული ცრუ მოძრაობა ბურთის გარეშე; პარტნიორთან
ერთად ბურთის გადაცემები (ცრუ მოძრაობის იმიტირება) მოკლე მანძილიდან; პარტნიორთან ერთად ბურთის გადაცემები (ცრუ
მოძრაობის იმიტირება) შორი მანძილიდან; ვარჯიშები: ბურთის გაჩერების ტექნიკის
შესწავლა: • ტერფის შემაღლების შუა ნაწილით(როგორც
ინდივიდუალურად ასევე წყვილებში); • მომზადება შემდგომი მოქმედებისთვის; • ბურთის დაფარვა სხეულით(როგორც ინდივიდუალურად
ასევე წყვილებში); ხტომები: •
ზევით - მარჯვნივ, ზევით-მარცხნივ(წყვილებში,სინქრონულად); • გარბენიდან ცალ
ფეხზე არეკლით; ბრუნები: •
გადაბიჯებით და წახტომით; •
რბენის დროს გაჩერებები ვარდნით, წახტომით; •
ბურთის ფეხით დარტყმა მხტუნავ და მფრენარე ბურთზე; დარტყმები: •
სიზუსტეზე კარებში(როგორც ინდივიდუალურად ასევე წყვილებში). •
პარტნიორის მიმართულებით. ბურთის გაჩერების ტექნიკის
შესწავლა: • ტერფის
შემაღლების შუა ნაწილით; მომზადება შემდგომი მოქმედებისთვის; •
ბურთის დაფარვა სხეულით;
ცრუ მოძრაობები: •
მოწინააღმდეგისთვის ფეხებიდან ბურთის ართმევა; • ტანით ცრუ
მოძრაობის ჩვენება ერთ მხარეს, ხოლო მოძრაობის დაწყება მეორე მხარეს; ბურთის წართმევა: •
მოწინააღმდეგისთვის ბურთის წართმევა მხარში, მხრის გაკვრით; ბურთის შემოგდება: •
ბურთის შემოგდება, სწორი მოძრაობის შესრულება ნაბიჯით; •
ბურთის შემოგდება, სიზუსტეზე ან მოძრაობაში მყოფი პარტნიორისთვის; მეკარის ვარჯიშები: •
ძირითადი დგომა; •
კარში გადაადგილება უბურთოდ, მიდგმით, ჯვარედინი ნაბიჯებით
და წახ ტომებით; •
დარტყმული ბურთის დაჭერა ნახტომით და ნახტომის გარეშე. •
მგორავი ან ოდნავ გვეძრე დაბალ მფრენ არე ბურთის დაჭერა
ვარდნით ან ვარდნის გარეშე; სუნთქვითი ვარჯიშები.
ამ ტიპის ვარჯიშები
არეგულირებს პულს. აძლიერებს მკერდის კუნთებს, უზრუნველყოს ფილტვების ვენტილაციას, გაზარდოს
ძირითადი მეტაბოლიზმი. 1. გაიმართეთ
წელში. ამ დროს შეგიძლიათ მიიღოთ თქვენთვის სასურველი პოზა სამიზნე
ცნებების ახსნა: ფიზიკური
თვისებები: ძალა: ძალა- არის ადამიანის შესაძლებლობა კუნთების მაქსიამალური დაძაბულობით გადალახოს წინააღმდეგობა. სისწრაფე: სისწრაფე-არის ადამიანის უნარი შეასრულოს
მოძრაობა(სირბილი განსაზღვრულ ადგილზე)დროის მინიმალურად მოკლე პერიოდში. გამძლეობა: გამძლეობა-არის ადამიანის საშუალება
გაუმკლავდეს დაღლას. ფიზიკური აქტივობისას, მრავალჯერ შეასრულოს მოძრაობები მისი
ეფექტურობის დაქვეითების გარეშე. მოქნილობა/სიმარჯვე:
მოქნილობა/სიმარჯვე- არის ადამიანის შესაძლებლობა შეასრულოს მოძრაობა
მაქსიმალური ამპლიტუდით, სწრაფად დაეუფლოს
ახალ მოძრაობას, ფიზიკური აქტივობისას სიტუაციის ცვლილებების შემთხვევაში სწრაფი
გადაწყვეტილების მიღება . შიდა სასკოლო ფესტივალი. დებულება. შიდა სასკოლო ფესტივალი
- ფეხბურთი, საჯარო სკოლის
IX-X კლასების გუნდებს შორის. ა) მონაწილე მოსწავლეების სიის შედგენა; ბ) გუნდებად გადანაწილება,სკოლის ექიმთან
შეთანხმება; გ) კენჭისყრა,სკოლის თვითმართველობის
ჩართულობა, სურვილისამებს მშობლის ჩართულობა საორგანიზაციო საკითხებში და მსაჯობა; დ) თამაშის წესების გაცნობა, სანქციები
წესების დარღვევის დროს და მათი გაცნობა; ე) დაჯილდოვება(გარდამავალი თასი); I მიზანი. ა) ცხოვრების ჯანსაღი წესის
დამკვიდრება; ბ)
მოსწავლეთა ფიზიკური განვითარება; გ)ფეხბურთის,როგორც სათამაშო სახეობის პოპულარიზაცია; I I დრო და ადგილი. ფესტივალი ტარდება დეკემბერში, სკოლის
ტერიტორიაზე.
I I I მონაწილეები. IX-X- ე კლასის მოსწავლეები,როგორც
გოგონები ასევე ვაჟები. გუნდი დაკომპლექტდება 10 - ი მონაწილით, 5 ძირითადი და
5 სათადარიგო მოთამაშით. მონაწილეობის მიღების
დადგენილი დროის გადაცილების შემთხვევაში
განაცხადი არ მიიღება. IV წესები. ·
ძირითადი
წესები.ფესტივალის საშეჯიბრო სისტემა.ფესტივალი ჩატარდება გამოთიშვის, ოლიმპიური
სისტემით. პირველ ტურში შეხვდებიამ პირველი და მეორე გუნდები, ხოლო მეორე ტურში
შეხვდებიან მესამე და მეოთხე გუნდები.მოგებული გუნდები შეხვდებიან ერთმანეთს; ·
თამაშის(ერთი ტაიმის)
მსვლელობა 15 წუთი, შესვენება 5 წუთი; ·
შეცვლა შესაძლებელია ნებისმიერი ადგილიდან; ·
შეცვლის რაოდენობა
შეზღუდული არ არის; ·
საჯარომოს ჩაწოდება
ხდება ფეხით; ·
მეკარე ბურთს იღებს და აწოდებს ფეხით; ·
საჯარიმო დარტყმის
მანძილი 7მ: ·
ეკიპირების დაზიანების
შემთხვევაში თამაშის გაგრძელება არ შეიძლება; ·
ბურთის მოედნიდან
გადასვლის შემთხვევაში მსაჯს შემოაქვს სხვა ბურთი,დრო არ ჩერდება; ·
ერთ მოთამაშეზე ხუთი
ჯარიმის შემთხვევაში ინიშნება საჯარიმო დარტყმა; ·
დაზიანების ნებისმიერ
შემთხვევაში ხდება მოთამაშის შეცვლა, დრო ჩერდება; ·
თამაშის ფრედ
დამთავრების შემთხვევაში დამატებითი დრო ინიშნება 5 წუთი; ·
დამატებითი დროის ფრედ დამთავრების
შემთხვევაში ინიშნება 5 საჯარიმო დარტყმა. ·
საჯარიმოს ფრედ
დამთავრების შემთხვევაში თამაში სრულდება პირველ გატანილ ბურთამდე; ·
გასაჩივრების
შემთხვევაში ადგილზე გადაწყვეტილებას მიირებს
კომისია; ·
უხეშ ქმედებებათ
ჩაითვლება: მსაჯთან შეპასუხება, კონფლიქტი მოთამაშესათან,ტრამვის გამომწვევი
ქმედებები.
ფესტივალის ხელმძღვანელობა: ორგანიზატორი,
სკოლის ადმინისტრაცია,მოსწავლეთა თვითმართველობა, მსაჯი; მოსწავლეებს ვუხსნი საფეხბურთო ტაქტიკას
და ვაძლევ შესაძლებლობას სსსმმ და შშმმ დაგეგმონ ან
თავად შექმნან, დაცვითი(ინდივიდუალური
ან გუნდური)ტაქტიკა, თავდასხმით(ინდივიდუალური ან გუნდური) და
მეკარის ტაქტიკა(სწრაფი გადაცემა თავისუფალ მოთამაშეზე); შედგენილი მატრიცის დასრულების შემდეგ
ჩატარდება შიდა სასკოლო ფესტივალი. რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ IX კლასის მოსწავლეები (როგორც გოგონები ასევე ვაჟები), წინასწარ შემუშავებული ტაქტიკის
გადაცემა მოხდება სსსმმ-ზე ან შშმმ-ზე, რათა მან მართოს თამაშის ტაქტიკური მსვლელობა ან ის
საქმიანობა რაც მათზე არის მორგებული(მსაჯი,ჯიურის წევრი). |
Комментариев нет:
Отправить комментарий