IX კლასი.მატრიცა.საბაზო საფეხური

 

 

 

 

მატრიცა 

   დალი ნიკაიმოვი

   თემატური ბლოკი - სპორტის სათამაშო (გუნდური) სახეობა. 

  სამიზნე ცნებები -ფიზიკური თვისებები (ძალა, სისწრაფე, მოქნილობა, სიმარჯვე,

                                 გამძლეობა) ფ. ა. სპ. საბ. 5

                                     ორგანიზება და თვითკონტროლი: 

                                      ფ. ა. სპ. საბ. 1

                                      ფ. ა. სპ. საბ. 2

                                      ფ. ა. სპ. საბ. 3

 

   საკითხები/ქვეცნებები - გადაცემა, ტყორცნა, მიღება, დარტყმა, ჩაწოდება/მოწოდება,  

    გათამაშება, ტარება, გადაადგილება, დგომი, სიარული, ხტომა (ფ.ა.სპ.საბ. 4)

 

     (სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების ინტერესებისა და     

     შესაძლებლობების გამოვლენა და განვითარება(ინდივიდუალურად თითოეულ მოსწავლეზე,   

     შეფასების შესაბამისად);  ასევე მნიშვნელოვანია განსაზღვრა რას უნდა აღწერდეს 

     სსსმ-შშმ მოსწავლის შეფასება. 

·         არის თუ არა აუცილებელი სკოლის სასწავლო გეგმის ადაპტირება (მაგ; მოსწავლე მიყვება სპორტისა და ფიზიკური აღზრდის ძირითად სასწავლო პროგრამას, მაგრამ პროგრამის ცალკეული ნაწილები ადაპტაციას საჭიროებს); 

·         არის თუ არა აუცილებელი სპორტისა და ფიზიკური აღზრდის სასწავლო გეგმის და მოსალოდნელი შედეგების მთლიანად მოდიფიცირება; 

·         ძლევს სპორტისა და ფიზიკური აღზრდის სასწავლო გეგმას, მაგრამ საჭიროებს სასწავლო გეგმის და შედეგების მოდიფიცირებას (მაგ: სპორტისა და ფიზიკური აღზრდის საგანში მოსალოდნელი სასწავლო შედეგები  ძირეულად განსხვავებულია, ინდივიდუალურად ისწავლება და მისი მიზანია მოსწავლის ცხოვრებისეულ უნარებში ორიენტაცია)).

     კითხვები:

·         რატომ და როგორ უნდა განვივითარო ტექნიკური ელემენტები?

·         რატომ არის მნიშვნელოვანი და როგორ გვეხმარება თვითკონტროლისა და ორგანიზებულობის გამოვლენა ფიზიკური აქტივობების დროს?

·         როგორ შეუწყო ხელი შშმმ და სსსმმ-ს აქტიურად ჩაერთოს საგაკვეთილო პროცესში?

 მკვიდრი წარმოდგენები: 

·         ფეხბურთის თამაშის დროს ორიენტაციას ვიღებ ტექნიკური ელემენტების გამოყენების აუცილებლობაზე და მეხმარება ფიზიკური თვისებების განვითარებაში. 

·         გუნდური სპორტის სახეობებში მონაწილეობა მასწავლის  და მივითარებს     კომუნიკაციის, ურთიერთთანამშრომლობისა და შეთანხმებულად მოქმედების თვისებებს. 

·         ფეხბურთის თამაშის დროს პირადი და სხვისი უსაფრთხოების წესების დაცვა მეხმარება თავი ავარიდო ტრავმების გამომწვევ ქმედებებს. 

·         ინკლუზიური განათლება მასწავლის თანასწორუფლებიანობას.

N 

თვე 

სპორტის სახეობა 

შემაჯამებელი კოპლექსური დავალება 

შენიშვნა 

 

1 

 

 

თებერვალი,მარტი,

აპრილი

 

         ფეხბურთი 

 

  შიდა სასკოლო ფესტივალი; 

 

 https://ru.padlet.com/dnikadimovi/aqnplilegfpy9zgi

ინსტრუქცია.

 სავარაუდო დრო  

მაგ; 23-29 აპრილი

 

 

აქტივობები 

 

   სიარულის სპეციალური ვარჯიშები: 

·   სიარული ცერებზე; 

·   სიარული ქუსლებზე; 

.   სიარული გვერდულად;

 .  მიდგმით ნაბიჯებით; 

 

    რბენით სპეციალური ვარჯიშები: 

•   რბენა ადგილზე მუხლის მაღლა აწევით; 

•   რბენა წინსვლით მუხლის მაღლა აწევით; 

•   რბენა ცერებზე გაშლილი ფეხით; 

•   ხტომები ფეხიდან-ფეხზე (ირმის ნახტომი); 

•   რბენა წვივის უკუ ქნევით; 

 

   ტექნიკური მომზადება: 

 

   გადაადგილების ტექნიკა. 

•   რბენა, ზურგით წინ;  

•   გადაჯვარედინებული ნაბიჯებით;  

•   ზიგზაგისებრა; 

•   რკალებით. 

 

     ვარჯიშები:

 

•    ინდივიდუალურად;

     გადაადგილება ბურთის გარეშე, ფეხების მონაცვლეობით წახტომში;

     გადაადგილება ბურთან  ერთად. 

•    პარტნიორთან ერთად, ანუ წყვილებში მოძრაობა იმიტირებული ცრუ მოძრაობა ბურთის  

     გარეშე; 

     პარტნიორთან ერთად ბურთის გადაცემები (ცრუ მოძრაობის იმიტირება)  მოკლე მანძილიდან;

     პარტნიორთან ერთად ბურთის გადაცემები (ცრუ მოძრაობის იმიტირება)  შორი მანძილიდან;

 

    ვარჯიშები:

   ბურთის გაჩერების ტექნიკის შესწავლა: 

 

•   ტერფის შემაღლების შუა ნაწილით(როგორც ინდივიდუალურად ასევე წყვილებში); 

•   მომზადება შემდგომი მოქმედებისთვის; 

•   ბურთის დაფარვა სხეულით(როგორც ინდივიდუალურად ასევე წყვილებში); 

 

  ხტომები: 

 

•  ზევით - მარჯვნივ, ზევით-მარცხნივ(წყვილებში,სინქრონულად); 

•  გარბენიდან ცალ ფეხზე არეკლით; 

 

  ბრუნები: 

 

•   გადაბიჯებით და წახტომით; 

•   რბენის დროს გაჩერებები ვარდნით, წახტომით;  

•   ბურთის ფეხით დარტყმა  მხტუნავ და მფრენარე ბურთზე; 

 

  დარტყმები: 

 

•   სიზუსტეზე კარებში(როგორც ინდივიდუალურად ასევე წყვილებში). 

•  პარტნიორის მიმართულებით. 

 

  ბურთის გაჩერების ტექნიკის შესწავლა: 

 

•  ტერფის შემაღლების შუა ნაწილით; მომზადება შემდგომი მოქმედებისთვის; 

•  ბურთის დაფარვა სხეულით; 

 

  

 

  ცრუ მოძრაობები: 

 

•  მოწინააღმდეგისთვის ფეხებიდან ბურთის ართმევა; 

• ტანით ცრუ მოძრაობის ჩვენება ერთ მხარეს, ხოლო მოძრაობის დაწყება მეორე მხარეს; 

  

  ბურთის წართმევა: 

 

•  მოწინააღმდეგისთვის ბურთის წართმევა მხარში, მხრის გაკვრით; 

  

 

  ბურთის შემოგდება: 

 

•   ბურთის შემოგდება, სწორი მოძრაობის შესრულება ნაბიჯით; 

•   ბურთის შემოგდება, სიზუსტეზე ან მოძრაობაში მყოფი პარტნიორისთვის; 

  

  მეკარის ვარჯიშები: 

 

•    ძირითადი დგომა; 

•    კარში გადაადგილება უბურთოდ, მიდგმით, ჯვარედინი ნაბიჯებით  და  წახ ტომებით; 

•   დარტყმული ბურთის დაჭერა ნახტომით და ნახტომის გარეშე. 

•   მგორავი ან ოდნავ გვეძრე დაბალ მფრენ არე ბურთის დაჭერა ვარდნით ან ვარდნის გარეშე; 

  

 

 

   სუნთქვითი ვარჯიშები. 

  

       ამ ტიპის ვარჯიშები არეგულირებს პულს. აძლიერებს მკერდის კუნთებს, უზრუნველყოს  

        ფილტვების ვენტილაციას, გაზარდოს ძირითადი მეტაბოლიზმი.  

1.  გაიმართეთ წელში. ამ დროს შეგიძლიათ მიიღოთ თქვენთვის სასურველი პოზა  

 
2. ისუნთქეთ ჩვეულებრივ და თან დააკვირდით მუცლის და გულ-მკერდის მოძრაობას; 
 
3. შეეცადეთ ისუნთქოთ მუცლით იმდაგვარად, რომ სუნთქვაში მონაწილეობდნენ მხოლოდ    მუცლის კუნთები, ხოლო გულ-მკერდი დარჩეს უძრავი;   
 
4. ნელა შეისუნთქეთ ცხვირით, დათვალეთ ხუთამდე. თან ხელით შეიგრძენით მუცლის მოძრაობა; თვლაზე ,,ხუთი” შეიკავეთ სუნთქვა; 
 
5. ცხვირით ამოისუნთქეთ, დათვალეთ ხუთამდე, თან ფრთხილად დააწექით მუცელს; ამ მიმდევრობით და წესით ისუნთქეთ ხუთი წუთის განმავლობაში; თუკი სუნთქვის დროს იგრძენით შინაგანი მღელვარება, შეწყვიტეთ ვარჯიში; 

   

                                                       

  სამიზნე ცნებების ახსნა:

  ფიზიკური თვისებები:

 

  ძალა:

  ძალა- არის ადამიანის შესაძლებლობა კუნთების  მაქსიამალური დაძაბულობით გადალახოს  

  წინააღმდეგობა.

 

  სისწრაფე:

  სისწრაფე-არის ადამიანის უნარი შეასრულოს მოძრაობა(სირბილი განსაზღვრულ

  ადგილზე)დროის მინიმალურად მოკლე პერიოდში.

 

  გამძლეობა:

 

  გამძლეობა-არის ადამიანის საშუალება გაუმკლავდეს დაღლას. ფიზიკური აქტივობისას,   

  მრავალჯერ შეასრულოს მოძრაობები მისი ეფექტურობის დაქვეითების გარეშე.

 

  მოქნილობა/სიმარჯვე:

 

  მოქნილობა/სიმარჯვე- არის ადამიანის შესაძლებლობა შეასრულოს მოძრაობა მაქსიმალური  

  ამპლიტუდით, სწრაფად დაეუფლოს ახალ მოძრაობას, ფიზიკური აქტივობისას სიტუაციის

  ცვლილებების შემთხვევაში სწრაფი გადაწყვეტილების 

  მიღება .                                                                 

 

 

  

                                                                    

  შიდა სასკოლო ფესტივალი.

  დებულება. 

 

  შიდა სასკოლო ფესტივალი -  ფეხბურთი,  საჯარო  სკოლის   IX-X კლასების გუნდებს შორის. 

 ა) მონაწილე მოსწავლეების სიის შედგენა; 

  ბ) გუნდებად გადანაწილება,სკოლის ექიმთან შეთანხმება; 

  გ) კენჭისყრა,სკოლის თვითმართველობის ჩართულობა, სურვილისამებს მშობლის ჩართულობა   

  საორგანიზაციო საკითხებში და მსაჯობა; 

  დ) თამაშის წესების გაცნობა, სანქციები წესების დარღვევის დროს და მათი გაცნობა; 

  ე) დაჯილდოვება(გარდამავალი თასი); 

 

   I   მიზანი. 

  ა) ცხოვრების ჯანსაღი  წესის დამკვიდრება; 

  ბ) მოსწავლეთა ფიზიკური განვითარება; 

  გ)ფეხბურთის,როგორც სათამაშო სახეობის პოპულარიზაცია;

 

   I I   დრო და ადგილი.

  ფესტივალი ტარდება დეკემბერში, სკოლის ტერიტორიაზე.

 

  I I I   მონაწილეები.

  IX-X- ე  კლასის მოსწავლეები,როგორც გოგონები ასევე ვაჟები. გუნდი დაკომპლექტდება 10 - ი  

  მონაწილით, 5 ძირითადი და 5 სათადარიგო მოთამაშით. მონაწილეობის  მიღების დადგენილი  

  დროის გადაცილების შემთხვევაში განაცხადი არ მიიღება. 

 

  IV  წესები.

 

·         ძირითადი წესები.ფესტივალის საშეჯიბრო სისტემა.ფესტივალი ჩატარდება გამოთიშვის, ოლიმპიური სისტემით. პირველ ტურში შეხვდებიამ პირველი და მეორე გუნდები, ხოლო მეორე ტურში შეხვდებიან მესამე და მეოთხე გუნდები.მოგებული გუნდები შეხვდებიან ერთმანეთს;

·         თამაშის(ერთი ტაიმის) მსვლელობა 15 წუთი, შესვენება 5 წუთი;

·         შეცვლა  შესაძლებელია ნებისმიერი ადგილიდან;

·         შეცვლის რაოდენობა შეზღუდული არ არის;

·         საჯარომოს ჩაწოდება ხდება ფეხით;

·         მეკარე ბურთს იღებს  და აწოდებს ფეხით;

·         საჯარიმო დარტყმის მანძილი 7მ:

·         ეკიპირების დაზიანების შემთხვევაში თამაშის გაგრძელება არ შეიძლება;

·         ბურთის მოედნიდან გადასვლის შემთხვევაში მსაჯს შემოაქვს სხვა ბურთი,დრო არ ჩერდება;

·         ერთ მოთამაშეზე ხუთი ჯარიმის შემთხვევაში ინიშნება საჯარიმო დარტყმა;

·         დაზიანების ნებისმიერ შემთხვევაში ხდება მოთამაშის შეცვლა, დრო ჩერდება;

·         თამაშის ფრედ დამთავრების შემთხვევაში დამატებითი დრო ინიშნება 5 წუთი;

·         დამატებითი დროის ფრედ დამთავრების შემთხვევაში ინიშნება 5 საჯარიმო დარტყმა.

·         საჯარიმოს ფრედ დამთავრების შემთხვევაში თამაში სრულდება პირველ გატანილ ბურთამდე;

·         გასაჩივრების შემთხვევაში ადგილზე გადაწყვეტილებას მიირებს  კომისია;

·         უხეშ ქმედებებათ ჩაითვლება: მსაჯთან შეპასუხება, კონფლიქტი მოთამაშესათან,ტრამვის გამომწვევი ქმედებები.

 

      

    ფესტივალის ხელმძღვანელობა:

   ორგანიზატორი, სკოლის ადმინისტრაცია,მოსწავლეთა თვითმართველობა, მსაჯი;

 

 

 

 

 

    ტაქტიკა. 

    ფეხბურთის წესები

 

   

     მოსწავლეებს ვუხსნი საფეხბურთო ტაქტიკას და ვაძლევ შესაძლებლობას სსსმმ  და შშმმ

     დაგეგმონ ან თავად შექმნან,  დაცვითი(ინდივიდუალური ან გუნდური)ტაქტიკა,  

     თავდასხმით(ინდივიდუალური ან გუნდური) და მეკარის ტაქტიკა(სწრაფი გადაცემა

     თავისუფალ მოთამაშეზე); 

 

     შედგენილი მატრიცის დასრულების შემდეგ ჩატარდება შიდა სასკოლო ფესტივალი.  

     რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ IX კლასის მოსწავლეები (როგორც გოგონები ასევე

     ვაჟები), წინასწარ შემუშავებული ტაქტიკის გადაცემა მოხდება სსსმმ-ზე ან შშმმ-ზე, რათა მან

     მართოს თამაშის ტაქტიკური მსვლელობა ან ის საქმიანობა რაც მათზე არის

     მორგებული(მსაჯი,ჯიურის წევრი). 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Комментариев нет:

Отправить комментарий