კალენდარული გეგმა .V კლასი



 საგანი:   ფიზიკური აზრდა.

 საფეხური: დაწყებითი

 პედაგოგი: დალი ნიკადიმოვი

 

 

                                                             15.09.2020 – 27.12.2020 წელი

 

       

N

        

    თვე

 

 

   ფიზიკური  თვისებების განვითარება

  

 

     აქტივობა

 

 შემაჯამებელი     აქტივობა

 

 

 

1

 

სექტემბერი

მოტორული უნარების განვითარება

 მოთელვა.(კისრის ვარჯიშები,ხელების, ფეხების და სხეულის ვარჯიშები:საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ვარჯიშები)

წინხტომი ფეხშლით.

 

 

 

2

 

ოქტომბერი

მოტორული უნარების განვითარება

მოთელვა.(კისრის ვარჯიშები,ხელების, ფეხების და სხეულის ვარჯიშები:საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ვარჯიშები)

ფეხის დარტყმა ბურთზე.

მოძრავი თამაშები.

შიდა სასკოლო ფესტივალი

 

3

 

ნოებმერი

მოტორული უნარების განვითარება

მოთელვა.(კისრის ვარჯიშები,ხელების, ფეხების და სხეულის ვარჯიშები:საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ვარჯიშები)

ორი ხელით დარტყმა.

მოძრავი თამაშები.

 

 

4

 

ნოებმერი

მოტორული უნარების განვითარება

მოთელვა.(კისრის ვარჯიშები,ხელების, ფეხების და სხეულის ვარჯიშები:საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ვარჯიშები)

ორი ხელით დარტყმა და თავის არიდება.

მოძრავი თამაშები.

 

 

 

5

 

ნოებმერი

ფიზიკური თვისებების განვითარება.

მოთელვა.

მოქნილობა.

თამაში „ესტაფეტა“

 

 

 

6

 

ნოებმერი

ფიზიკური თვისებების განვითარება.

მოთელვა.

,,მოქნილობა და მხედველობითი რეაქცია’’

მოძრავი თამაშები.

 

 

 

 

 

ნოებმერი

ფიზიკური თვისებების განვითარება.

მოთელვა.

თამაშირია-რია

,,მოქნილობა და მხედველობითი რეაქცია’’

 

 

 

 

 

ნოებმერი

ფიზიკური თვისებების განვითარება.

მოთელვა.

,,მოქნილობა და მხედველობითი რეაქცია’’

თამაში „ცხოველების დაჭერობანა“

 

 

 

 

 

 

დეკემბერი

ფიზიკური თვისებების განვითარება.

მოთელვა.

თამაში „ესტაფეტა“

ხელი შეუწყოს მოქნილობის, ყურადღების კონცეტრაციის, თვითდაზღვევის, თავის არიდების, ცალი ხელით სხვადასხვა ზომის ბურთის ტყორცნის, კოორდინაციის უნარ-ჩვევების განვითარება-განმტკიცებას.

 

 

 

 

დეკემბერი

ფიზიკური თვისებების განვითარება.

მოთელვა.

თამაშიშეადგინე ანდაზა

 

 

 

 

 

დეკემბერი

ფიზიკური თვისებების განვითარება.

მოთელვა.

კოორდინაცია

თამაშითავ-ბურთი

 

 

 

 

 

 

დეკემბერი

ფიზიკური თვისებების განვითარება.

თამაშირია-რიათამაში ხელს უწყობს სხვადასხვა სპორტული სახეობის (კალათბურთი)ასაკისთვის რეკომენდებული მოძრაობითი უნარჩვევების განმტკიცებას:

ბურთის ტარება ხელით (ან ფეხით), ხელის/ფეხის მონაცვლეობითი მოძრაობა, ჰაერში მოძრავ ან ძირს გაგორებულ ბურთის მოძრაობაზე რეაგირება და მისი მოძრაობის ტრაექტორიის გათვლა, ხელით ბურთის დაჭერა და ტყორცნა (ფეხით გაჩერება, ან მოძრაობაში მიმართულების შეცვლა), სირბილი აჩქარებით და სხვადასხვა ტემპში.

 

 

 

 

დეკემბერი

ფიზიკური თვისებების განვითარება.

მოთელვა.

ბალანსი

თამაში „ესტაფეტა“

 

 

 

 

 

დეკემბერი

ფიზიკური თვისებების განვითარება.

 

 

მოთელვა.

თამაშიამანათრბენი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დეკემბერი

ფიზიკური თვისებების განვითარება.

მოთელვა.

თამაში „ჩქარი პასი“თამაში ხელს უწყობს სხვადასხვა სპორტული სახეობის (კალათბურთი)ასაკისთვის რეკომენდებული მოძრაობითი უნარჩვევების განმტკიცებას:

ბურთის ტარება ხელით (ან ფეხით), ხელის/ფეხის მონაცვლეობითი მოძრაობა, ჰაერში მოძრავ ან ძირს გაგორებულ ბურთის მოძრაობაზე რეაგირება და მისი მოძრაობის ტრაექტორიის გათვლა, ხელით ბურთის დაჭერა და ტყორცნა (ფეხით გაჩერება, ან მოძრაობაში მიმართულების შეცვლა), სირბილი აჩქარებით და სხვადასხვა ტემპში.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

                                ფიზიკური აზრდის მასწავლებლის დალი ნიკადიმოვის

                               2020 – 2021სასწავლო წლის სამუშაო კალენდარული გეგმა

 

                                                     15.01.202115.06.2021 წელი.   II სემესტრი

 

       

N

        

     თვე

 

 

    ფიზიკური  თვისებების განვითარება

 

 

         აქტივობა

 

შემაჯამებელი     აქტივობა

 

 

შენიშვნა

 

 

 

იანვარი

 

     მოთელვა.

საყრდენ-მამოძრავებელი უნარების, სისწრაფის, სიმარჯვის, მოძრაობის მიმართულების სწრაფი ცვლის, თავის არიდებისა და უსაფრთხო მოძრაობის, მხედველობითი და სმენითი რეაქციის განვითარებასა და შესაბამისი ჩვევების გამომუშავებას.  

თამაში „დაჭერობანა“

 

 

 

 

1

 

იანვარი

 

მოთელვა.

თამაში „ჩქარი პასი“

თამაში ხელს უწყობს სხვადასხვა სპორტული(ფეხბურთი) სახეობის ასაკისთვის რეკომენდებული მოძრაობითი უნარჩვევების განვითრებას: ბურთის ტარება ხელით (ან ფეხით), ხელის/ფეხის მონაცვლეობითი მოძრაობა, ჰაერში მოძრავ ან ძირს გაგორებულ ბურთის მოძრაობაზე რეაგირება და მისი მოძრაობის ტრაექტორიის გათვლა, ხელით ბურთის დაჭერა და ტყორცნა (ფეხით გაჩერება, ან მოძრაობაში ბურთისთვის მიმართულების შეცვლა), სირბილი აჩქარებით და სხვადასხვა ტემპში.

 

 

 

 

 

2

 

თებერვალი

 

მოთელვა.

ცხოველების დაჭერობანასაყრდენ-მამოძრავებელი უნარების და სისწრაფის განვითარების ხელშეწყობა საშეჯიბრო გარემოში.

 

 

3

 

თებერვალი

 

თამაშირია-რიათამაში ხელს უწყობს სხვადასხვა სპორტული სახეობის (ფეხბურთი)ასაკისთვის რეკომენდებული მოძრაობითი უნარჩვევების განმტკიცებას:

ბურთის ტარება ხელით (ან ფეხით), ხელის/ფეხის მონაცვლეობითი მოძრაობა, ჰაერში მოძრავ ან ძირს გაგორებულ ბურთის მოძრაობაზე რეაგირება და მისი მოძრაობის ტრაექტორიის გათვლა, ხელით ბურთის დაჭერა და ტყორცნა (ფეხით გაჩერება, ან მოძრაობაში მიმართულების შეცვლა), სირბილი აჩქარებით და სხვადასხვა ტემპში.

 

 

4

 

თებერვალი

ფიზიკური თვისებების განვითარება.

სისწრაფ

თამაში „თავ-ბურთი“

 

 

5

 

მარტი

ფიზიკური თვისებების განვითარება.

მოთელვა.

თამაში „ამანათრბენი“

 

 

6

 

მარტი

ფიზიკური თვისებების განვითარება.

მოთელვა

თამაში „ესტაფეტა“

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მარტი

ფიზიკური თვისებების განვითარება.

თამაშირია-რიათამაში ხელს უწყობს სხვადასხვა სპორტული სახეობის (მაგიდის ჩოგბურთი)ასაკისთვის რეკომენდებული მოძრაობითი უნარჩვევების განმტკიცებას:

ბურთის ტარება ხელით (ან ფეხით), ხელის/ფეხის მონაცვლეობითი მოძრაობა, ჰაერში მოძრავ ან ძირს გაგორებულ ბურთის მოძრაობაზე რეაგირება და მისი მოძრაობის ტრაექტორიის გათვლა, ხელით ბურთის დაჭერა და ტყორცნა (ფეხით გაჩერება, ან მოძრაობაში მიმართულების შეცვლა), სირბილი აჩქარებით და სხვადასხვა ტემპში.

 

 

 

მარტი

ფიზიკური თვისებების განვითარება.

სიმარჯვის

თამაში „ესტაფეტა“

 

 

თამაში „დაჭერობანა“

 

 

 

 

 

მარტი

ფიზიკური თვისებების განვითარება.

თამაში „ჩქარი პასი“

თამაში ხელს უწყობს სხვადასხვა სპორტული(მაგიდის ჩოგბურთი) სახეობის ასაკისთვის რეკომენდებული მოძრაობითი უნარჩვევების განვითრებას: ბურთის ტარება ხელით (ან ფეხით), ხელის/ფეხის მონაცვლეობითი მოძრაობა, ჰაერში მოძრავ ან ძირს გაგორებულ ბურთის მოძრაობაზე რეაგირება და მისი მოძრაობის ტრაექტორიის გათვლა, ხელით ბურთის დაჭერა და ტყორცნა (ფეხით გაჩერება, ან მოძრაობაში ბურთისთვის მიმართულების შეცვლა), სირბილი აჩქარებით და სხვადასხვა ტემპში.

 

 

 

 

მარტი

ფიზიკური თვისებების განვითარება.

გამძლეობა

 

 

 

 

 

აპრილი

ფიზიკური თვისებების განვითარება.

მოთელვა

თამაში „ესტაფეტა“

 

 

 

 

 

აპრილი

ფიზიკური თვისებების განვითარება.

თამაშირია-რიათამაში ხელს უწყობს სხვადასხვა სპორტული სახეობის (ხელბურთი)ასაკისთვის რეკომენდებული მოძრაობითი უნარჩვევების განმტკიცებას:

ბურთის ტარება ხელით (ან ფეხით), ხელის/ფეხის მონაცვლეობითი მოძრაობა, ჰაერში მოძრავ ან ძირს გაგორებულ ბურთის მოძრაობაზე რეაგირება და მისი მოძრაობის ტრაექტორიის გათვლა, ხელით ბურთის დაჭერა და ტყორცნა (ფეხით გაჩერება, ან მოძრაობაში მიმართულების შეცვლა), სირბილი აჩქარებით და სხვადასხვა ტემპში.

 

 

 

მაისი

ფიზიკური თვისებების განვითარება.

,,სისწრაფისა და სიმარჯვის’’

თამაში „ამანათრბენი“

 

 

 

 

ფიზიკური თვისებების განვითარება.

 

 

 

 

მაისი

ფიზიკური თვისებების განვითარება.

ბალანსი,საყრდენ-მამოძრავებელი და კოგნიტური უნარების განვითარების ხელშეწყობა.

თამაში „შეადგინე ანდაზა“

 

 

 

მაისი

ფიზიკური თვისებების განვითარება.

თამაში „ჩქარი პასი“

თამაში ხელს უწყობს სხვადასხვა სპორტული (ხელბურთი)სახეობის ასაკისთვის რეკომენდებული მოძრაობითი უნარჩვევების განვითრებას: ბურთის ტარება ხელით (ან ფეხით), ხელის/ფეხის მონაცვლეობითი მოძრაობა, ჰაერში მოძრავ ან ძირს გაგორებულ ბურთის მოძრაობაზე რეაგირება და მისი მოძრაობის ტრაექტორიის გათვლა, ხელით ბურთის დაჭერა და ტყორცნა (ფეხით გაჩერება, ან მოძრაობაში ბურთისთვის მიმართულების შეცვლა), სირბილი აჩქარებით და სხვადასხვა ტემპში.

 

 

 

მაისი

ფიზიკური თვისებების განვითარება.

კოორდინცია

თამაში „ჩქარი პასი“

 

 

 

ივნისი

ფიზიკური თვისებების განვითარება.

თამაშირია-რიათამაში ხელს უწყობს სხვადასხვა სპორტული სახეობის (ფრენბურთი)ასაკისთვის რეკომენდებული მოძრაობითი უნარჩვევების განმტკიცებას:

ბურთის ტარება ხელით (ან ფეხით), ხელის/ფეხის მონაცვლეობითი მოძრაობა, ჰაერში მოძრავ ან ძირს გაგორებულ ბურთის მოძრაობაზე რეაგირება და მისი მოძრაობის ტრაექტორიის გათვლა, ხელით ბურთის დაჭერა და ტყორცნა (ფეხით გაჩერება, ან მოძრაობაში მიმართულების შეცვლა), სირბილი აჩქარებით და სხვადასხვა ტემპში.

 

 

 

ივნისი

ფიზიკური თვისებების განვითარება.

ორიენტაცია სივრცეში

თამაში „ჩქარი პასი“

 

 

 

 

ივნისი

ფიზიკური თვისებების განვითარება.

თამაშიჩქარი პასი

თამაში ხელს უწყობს სხვადასხვა სპორტული (ფრენბურთი)სახეობის ასაკისთვის რეკომენდებული მოძრაობითი უნარჩვევების განვითრებას: ბურთის ტარება ხელით (ან ფეხით), ხელის/ფეხის მონაცვლეობითი მოძრაობა, ჰაერში მოძრავ ან ძირს გაგორებულ ბურთის მოძრაობაზე რეაგირება და მისი მოძრაობის ტრაექტორიის გათვლა, ხელით ბურთის დაჭერა და ტყორცნა (ფეხით გაჩერება, ან მოძრაობაში ბურთისთვის მიმართულების შეცვლა), სირბილი აჩქარებით და სხვადასხვა ტემპში.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

1. თამაშიესტაფეტა




 

2 ვარიანტი.

                      




თამაშის მიზანი: ხელი შეუწყოს მოქნილობის, ყურადღების კონცეტრაციის, თვითდაზღვევის, თავის არიდების, ცალი ხელით სხვადასხვა ზომის ბურთის ტყორცნის, კოორდინაციის უნარ-ჩვევების განვითარება-განმტკიცებას.

თამაში მოიცავს შეჯიბრის ელემენტს, რომელიც ხელს უწყობს სივრცესა და დროში სწრაფი მოქმედებების უნარის გამომუშავებას, დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებისა და საკუთარი გუნდის წარმატებაზე ზრუნვას.

აღჭურვილობა:

• საშუალო ზომის პლასტმასის ბურთები;

• 20 ცალი პლასტმასის კეგლი;

• 1 პლასტმასის კალათი ბურთებისთვის;

• 2 სპორტული ლეიბი (შეიძლება პარალონის);

• შემოსავლელი დაბრკოლება კონუსები, ან ცილინდრები, ან 2,5ლ. პლასტმასის ბოთლები ზიგზაგით მოძრაობისთვის;

• 6 ცალი თარჯი (გადასახტომი დაბრკოლება);

• 3 ცალი ქვეშ გასაძრომი დაბრკოლება;

• 12 ცალი ჰულა-ჰუპი, ან ცარცით შემოზახული, ან თოკით გაკეთებული წრე;

• 2 ც. ძელი, ან ვიწრო ფიცარი, წონასწორობის დაცვით გასავლელად;

• 4 ცალი მუყაოს ყუთი კეგლების დასაწყობად, ან უზურგო მოგრძო სკამი.

 

შენიშვნა: აღწერილი ინვენტარი სასურველია ორ კომპლექტად.

თამაშის აღწერა:

თამაშის დაწყებამდე მასწავლებელი ხსნის პირობებსა და წესებს და კლასს ჰყოფს ორ ჯგუფად ისე, რომ თითოეულ ჯგუფში მოახვედროს გოგონების და ბიჭების თანაბარი რაოდენობა;

 

მასწავლებლის ნიშანზე, თითოეული გუნდიდან მოძრაობას იწყებენ რიგით პირველი მოსწავლეები, რომლებმაც სწრაფად და თანმიმდევრულად უნდა შეასრულონ სხვადასხვა აქტივობა: იმოძრაონ ზიგზაგისებურად დაბრკოლებებს

 

შორის, შეასრულონ თარჯზე გადახტომი, მიირბინონ ბურთებით სავსე კალათთან, ამოიღონ ერთი ბურთი და განახორციელონ ერთი ხელით ბურთის ტყორცნა მიზანში, მონიშნული ადგილიდან (სამიზნედ გამოყენებულია სადგამზე დაწყობილი კეგლები). შემდეგ მიირბინონ სპორტულ ლეიბთან, შეასრულონ წინ კოტრიალი და მოძრაობა დაასრულონ 2 ან სამ თარჯზე გადახტომით.

• გუნდის მეორე წევრს დაძვრის უფლება ენიჭება მაშინ, როცა მის წინ მოძრავი თანაგუნდელი დაასრულებს დაბრკოლების გადალახვას და დაბრუნდება სტარტის ხაზთან;

თითოეული მოთამაშის შეფასებას მასწავლებელი ახორცილებს აქტოვობისთვის დახარჯული დროის ათვლით, აგრეთვე დაბრკოლების გავლისას და კეგლების წაქცევისთვის მიღებული საჯარიმო და დამატებითი ქულების ჯამური მაჩვენებლით. სასურველი იქნება, თუ საჯარიმო ქულების შემუშავებაში და დათვლაში მოსწავლეებიც მიიღებენ მონაწილეობას.

შენიშვნა: მიუხედავდ იმისა, რომ ბავშვები ყველა აქტივობას დამოუკიდებლად ასრულებენ, ისინი თავისი ინდივიდუალური წარმატებით და დაგროვებული ქულებით ხელს უწყობენ მთელი გუნდის გამარჯვებას.

ამ ტიპის თამაშების ჩატარება მიზანშეწონილია წლის დასაწყისში, მანამ სანამ მოსწავლეებს გუნდურ სპორტულ თამაშებს შევთვაზებთ მაგ. მინი ფეხბურთი და სხვ. ვინაიდან ამ ტიპის თამაშები ხელს უწყობს გუნდის წარმატებაზე ზრუნვის თვისების განმტკიცებას.

ვარიანტი-II: ინვენტარისა და დარბაზის პირობების გათვალისწინებით მასწავლებელს შეუძლია ცვალოს დაბრკოლებების სირთულე და კონფიგურაცია (იხ. ნახატები 2). აღნიშნულ ვარიანტში შემოტანილია ვარჯიში, წონასწორის დაცვის უნარის განმტკიცებაზე, რომელიც მოსწავლეებმა წინა წლებში აითვისეს.

2. თამაშირია-რია



თამაშის მიზანი: თამაში ხელს უწყობს სხვადასხვა სპორტული სახეობის (კალათბურთი, ფეხბურთი, ხელბურთი, ბადმინტონი, მაგიდის ჩოგბურთი და ა.შ.) ასაკისთვის რეკომენდებული მოძრაობითი უნარჩვევების განმტკიცებას:

ბურთის ტარება ხელით (ან ფეხით), ხელის/ფეხის მონაცვლეობითი მოძრაობა, ჰაერში მოძრავ ან ძირს გაგორებულ ბურთის მოძრაობაზე რეაგირება და მისი მოძრაობის ტრაექტორიის გათვლა, ხელით ბურთის დაჭერა და ტყორცნა (ფეხით გაჩერება, ან მოძრაობაში მიმართულების შეცვლა), სირბილი აჩქარებით და სხვადასხვა ტემპში.

შინაარსი: თამაში გულისხმობს, სხვადასხვა სპორტული აღჭურვილობით დაბრკოლების გადალახვას და გუნდის მიერ რაც შეიძლება სწრაფად მოცემული დისტანციის დაფარვას. ამ თამაშის ერთერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნაა, რომ მთელი კლასი, ერთდროულად და შეძლებისდაგვარად თანაბრად იყოს დატვირთული: ორ გუნდად გაყოფილი ბავშვები ცდილობენ რაც შეიძლება სწრაფად დაფარონ დისტანცია და დააგროვონ საჯარიმო ქულების მინიმუმი. აღნიშნული თამაში ანვითარებს გუნდური მოქმედების ჩვევებს.

თამაშის აღწერა

• თამაშის დაწყებამდე მასწავლებელი ბავშვებს უხსნის პირობასა და წესებს, ერთობლივად ადგენენ საჯარიმო ქულებს;

• კლასს ჰყოფს ორ ჯგუფად, ისე რომ თითოეულ ჯგუფში მოახვედროს გოგონების და ბიჭების თანაბარი რაოდენობა;

მასწავლებლის ნიშანზე სტარტს იღებენ ილუსტრაციაზე მითითებული თანმიმდევრობით;

• მონაწილეები ცდილობენ შეძლებისდაგვარად სწრაფად დაფარონ დისტანცია, თან, ამავე დროს, თანაგუნდელებს დაეხმარონ, რათა რაც შეიძლება ნაკლები საჯარიმო ქულა დაგროვდეს.

• ძირითადი ქულები: გამარჯვებულ გუნდს 10 ქულა, დამარცხებულს 5 ქულა;

• ამ ქულებს ემატება შუალედურ ფინიშზე შესრულებული დავალებისათვის მიღებული ქულები (ბურთის სტენდზე განთავსებულ სხვადასხვა ქულიან რგოლებში შეგდება, ან ბურთით კეგლების წაქცევა) და აკლდება საჯარიმო ქულები (ბარიერის არ შემოვლისათვის ან წაქცევისათვის, ერთი ბარიერი - ერთი ქულა).

საჭირო აღჭურვილობა:

4- 4 ც. ფეხბურთის, კალათბურთის და ხელბურთის ბურთები.

სახტუნაო თოკი - 4 ც.

ტომარა (ერთადგილიანი) - 4 ც.

ბადმინტონის ჩოგანი და ბუშტი - 4 ც.

მაგიდის ჩოგბურთის ჩოგანი და ბურთი - 4 ც.

კონუსი 10-12 . (ჩანაცვლება: კეგლი, ან წყალგაყვანილობის პლასტმასის მილები, დიამეტრი 10-15 სმ. სიმაღლე 80-100 სმ. ან წყლით სავსე პლასტმასის 2,5 . ბოთლები).

 

3. თამაშიცხოველების დაჭერობანა


 


 

 

 

2 ვარიანტი



თამაშის მიზანი: საყრდენ-მამოძრავებელი უნარების და სისწრაფის განვითარების ხელშეწყობა საშეჯიბრო გარემოში.

შინაარსი: ტყეში დგას “ნატვრის ხე” (ცილინდრი ან უზურგო სკამი), რომელსაც, თუ ხელს მიადებ (ან შემოურბენ), რასაც ჩაიფიქრებ, იმად გადაიქცევი. პატარა ბაჭიებს გამოეკიდება მელია, ბაჭიები გარბიან, ხელს მიადებენ ან შემოურბენენ ხეს და გადაიქცევიან ზღარბებად, რის შემდეგაც მელიას მათთან მიკარების ხალისი ეკარგება.

შენიშვნა: “ნატვრის ხის” თემაზე შესაძლოა შეიქმნას არაერთი თამაში. სხვადასხვა მოძრაობების და ფიზიკური თვისებების დასახვეწად. ფიზიკური დატვირთვის პარალელურად თამაშში ჩართულია გონებრივი სავარჯიშოც, რაც თამაშს უფრო სახალისოს ხდის და აგრეთვე სასარგებლოა შემეცნებითი თვალსაზრისით.

საჭირო აღჭურვილობა: 17-ცალი ცილინდრი ან კონუსები;

თამაშის აღწერა (იხ. ნახატი 4):

• დარბაზის/მოედნის/ეზოს ერთ ბოლოში 3 მეტრის დიამეტრის წრეში დგას “ნატვრის ხე” (ცილინდრი, სადგარში დამაგრებული ღერძი, უზურგო სკამი), რომელსაც ბავშვებმა უნდა ხელი დაადონ ან შემოურბინონ.

• მასწავლებელი ბავშვებს ყოფს ორ ჯგუფად, “ბაჭიებად” და “მელიებად”. აწყობს მათ მოედნის მეორე ბოლოში, ერთმანეთისაგან 5-6 მეტრის მოშორებით.

• მასწავლებელის ნიშანზე მელიები მისდევენ ბაჭიებს.

• თუ მელია ,,ნატვრის ხემდე” დაეწია ბაჭიას და ხელი დაადო ის უნდა გაჩერდეს, დაჭერილად ითვლება და მელიას უკან უნდა გამოყვეს.

 

თუ ბაჭიამ ნატვრის ხემდე მიასწრო და შემოსაზღვრულ წრეში შევიდა მელიას მისი ხელის ხლების უფლება არ ააქვს.

• ბაჭიამ ხელი უნდა დაადოს, ან შემოურბენს ,,ნატვრის ხეს”.

• მასწავლებლის კარნახით ბაჭიას თანაგუნდელები ერთხმად იძახიან რომელიმე სხვა ცხოველის სახელწოდებას, ან ისევ ,,ბაჭიას”, ამის შემდეგ ის უნდა გამოიქცეს უკან და ეცადოს “ფინიშის” ხაზამდე მიასწროს მელიას, ან დაედევნოს მელიას, თუ დასახელებული ცხოველი მელიაზე ძლიერია.

• მელიამ, იქამდე სანამ “ბაჭია” წრეში იმყოფება, უნდა მოასწროს შემოურბინოს ,,ნატვრის ხის” გარშემო შემოხაზულ რკალს და გამოეკიდოს ან თვითონ გაექცეს იმ ცხოველს, რომელსაც მასწავლებლის ნიშანზე განასახიერებს ყოფილი ,,ბაჭია”.

ვარიანტი-II: - მასწავლებელი ბავშვებს ყოფს ორ ჯგუფად. მოედნის თავში მოაწყობს ცალ-ცალკე ორივე ჯგუფს, ერთმანეთისაგან 5-6 მეტრის მოშორებით, მონიშნულ სტარტისა და ფინიშის ხაზთან (იხ. ნახატი 5):

მოედნის მეორე ბოლოში დგას ამავე მანძილით დაცილებული ორი “ნატვრის ხე”.

თითოეული ჯგუფის წევრები მასწავლებლის ნიშანზე გარბიან “ნატვრის ხესთან” და შემოურბენენ მას. ამ დროს მასწავლებელი ხმამაღლა ასახელებს რომელიმე ცხოველს და ბავშვებიც ამ ცხოველის მიბაძვით უნდა გამოიქცნენ უკანა გზაზე.

უკანა გზაზე მასწავლებელმა შეიძლება დააწყოს სხვადსხვა სირთულის გადასალახავი წინააღმდეგობები, ესენია მაგალითად: სპორტული ლეიბები-გადასაკოტრიალებლად, როდესაც ბავშვებიზღარბებსგანასახიერებენ. ცილინდრები ზიგზაგისებურად გამოსარბენად, ბარიერები გადასახტომად ან ქვეშ გასაძრომად, რგოლები და ..

თამაშის სხვადასხვა ვარიანტებისათვის საჭირო ინვენტარი:

• 2-ცალი ცილინდრი ან კონუსი „ნატვრის ხე”;

• 12 ცალი ჰულა-ჰუპი, დგარებითა და სამაგრებით (ალტერნატივა: პლასტმასის ,,წყალგაყვანილობის” მილებით დამზადებული მაღალი ბარიერები 4-4 ცალი ერთმანეთის გასწვრივ დალაგებული. სიმაღლე 80 სმ. სიგანე 85-90 სმ.);

• 4-ცალი სპორტული ლეიბი;

6. თამაშიჩქარი პასი



თამაშის დანიშნულება: თამაში ხელს უწყობს სხვადასხვა სპორტული სახეობის (კალათბურთი, ფეხბურთი, ხელბურთი) ასაკისთვის რეკომენდებული მოძრაობითი უნარჩვევების განვითრებას: ბურთის ტარება ხელით (ან ფეხით), ხელის/ფეხის მონაცვლეობითი მოძრაობა, ჰაერში მოძრავ ან ძირს გაგორებულ ბურთის მოძრაობაზე რეაგირება და მისი მოძრაობის ტრაექტორიის გათვლა, ხელით ბურთის დაჭერა და ტყორცნა (ფეხით გაჩერება, ან მოძრაობაში ბურთისთვის მიმართულების შეცვლა), სირბილი აჩქარებით და სხვადასხვა ტემპში.

შინაარსი: თამაში მოიცავს კალათბურთის, ფეხბურთისა და ხელბურთის შესაბამისი ილეთების ელემენტებს - ბურთის ტარება, პასის მიცემა და ტყორცნა. ანვითარებს პარტნიორობის შეგრძნებას, დაბრკოლების კონტროლს სწრაფი მოძრაობისას და მიზანში ტყორცნის უნარს.

აღჭურვილობა:

• 10-10 ცალი კალათბურთის, ფეხბურთის და ხელბურთის ბურთები;

• ვერტიკალურად დასალაგებელი პლასტმასის კონუსები (ან მილები).

• ორი კალათბურთის კალათი, ხელბურთის კარი, ან დარბაზის თავსა და ბოლოში კედელზე მონიშნული კარები.

თამაშის I ვარიანტის აღწერა (იხ. ნახატი 12):

თამაშის დაწყებამდე მასწავლებელი ბავშვებს უხსნის პირობასა და წესებს და კლასს ჰყოფს ორ ჯგუფად, ისე რომ თითოეულ ჯგუფში მოახვედროს გოგონების და ბიჭების თანაბარი რაოდენობა;

 

ამის შემდეგ, ბავშვების დახმარებით, ადგენს ,,ტრასას” (მოძრაობის მიმართულებას), რომელიც ბურთის ტარებით უნდა გაიარონ შეწყვილებულმა ბავშვებმა.

მასწავლებლის ნიშანზე ბავშვები (სასურველია გოგო-ბიჭი) წყვილად იწყებენ მოძრაობას.

მოთამაშემ კალათბურთის ბურთი მოძრაობაში სამჯერ უნდა შეახოს იატაკს და სანამ კონუსს (ცილინდრს) გასცდება, მიაწოდოს მეწყვილეს. მეწყვილე იმავეს იმეორებს და აბრუნებს ბურთს. სატყორცნის ნიშნულთან მიახლოებისას წყვილთაგან ახლოს მყოფი მოთამაშე ტყორცნის კალათში;

ამის შემდეგ წყვილი სირბილით ბრუნდება უკან ;

შემდეგი წყვილი მოძრაობას იწყებს მას შემდეგ, რაც პირველი წყვილი გაივლის ორ დაბრკოლებას;

გარდა დროისა, მასწავლებელი შედეგს აფასებს დაბრკოლების გავლისას და მიზანში ტყორცნისას მიღებული ქულებით. აქაც და ყველა შესაძლო შემთხვევაში სასურველი იქნება, თუ საჯარიმო ქულების შემუშავებაში მოსწავლეები მიიღებენ მონაწილეობას.

თამაშის სხვა ვარიანტები:

ვარიანტი - II ფეხბურთის ელემენტებით (იხ. ნახატი 13): იგივე მოძრაობა სრულდება ფეხბურთის ბურთითა და ხელბურთის კარებში ბურთის დარტყმით, კარებში დგას მეკარე და იგერიებს ბურთებს.

ვარიანტი - III ხელბურთის ელემენტებით (იხ. ნახატი 14): იგივე მოძრაობა სრულდება ხელბურთის ბურთითა და ხელბურთის კარებში, ან კედელზე გამოსახულ კარში ბურთის ტყორცნით. კარებში დგას მეკარე და იგერიებს ბურთებს.

7. თამაშიდაჭერობანა


 


თამაშის მიზანი: საყრდენ-მამოძრავებელი უნარების, სისწრაფის, სიმარჯვის, მოძრაობის მიმართულების სწრაფი ცვლის, თავის არიდებისა და უსაფრთხო მოძრაობის, მხედველობითი და სმენითი რეაქციის განვითარებასა და შესაბამისი ჩვევების გამომუშავებას.

თამაშის აღწერა (იხ. ნახატი 15): თამაში წააგავს ,,დაჭერობანას”, იმ განსხვავებით, რომ სათამაშო მოედანზე ბავშვები ერთმანეთს დასდევენ მოედნის სიგრძეზე. სათამაშო მოედნის ზომებია დარბაზის პირობებში 20x30 მ. ეზოში, ან ღია-მოედანზე 20x40 მ. მოედნის თავსა და ბოლოში მონიშნულია 2 მეტრის სიგანის მონაკვეთები, ,,ჩათვლის მოედნები“.

მასწავლებელი ბავშვებს ყოფს 2, 4 ან 6 გუნდად (კლასში ბავშვების რაოდენობის გათვალისწინებით), თითოეულში 6 მოსწავლე (3-გოგონა და 3-ბიჭი). კენჭისყრით ავლენს პირველ ორ ორ გუნდს რომლებიც ერთმანეთს შეეჯიბრებიან. თამაში შედგება ორი ტაიმისგან, პირველ ტაიმში ერთი გუნდია „დამჭერების“ როლში და მეორე „გამქცევების“, მეორე ტაიმში პირიქით.თამაშის დაწყებამდე ,,გამქცევები“ დგებიან მოედნის პირით ხაზიდან 2 მეტრზე მონიშნულ მონაკვეთში, ,,ჩათვლის მოედნში“. „დამჭერები“ დგებიან მოედნის პირით ხაზის უკან. სასტვენის ნიშანზე ,,გამქცევები“ გარბიან და ცდილობენ „დამჭერებს“ მიასწრონ მოედნის ბოლოს ასეთივე ,,ჩათვლის მოედნში“, „დამჭერები“ კი მისდევენ დასაჭერად, ხელის დასაკარებლად. ხელის დაკარების შემთხვევაში, მოთამაშე ჩერდება და გადის სათამაშო მოედნიდან. ,,ჩათვლის მოედნში“ შესულ ,,გამქცევებს“ „დამჭერები“ აღარ ეკარებიან. რამდენი ბავშვიც შევა ,,ჩათვლის მოედნში“ იმდენ ქულას იწერს „გამქცევების“ გუნდი და რამდენსაც დაიჭერენ იმდენ ქულას „დამჭერების“ გუნდი.მასწავლებლის ნიშანზე გუნდები დგებიან საწყის მდგომარეობაში, სადაც მიირბინეს და სასტვენის ნიშანზე გარბიან უკან. ამ გარბენის დასრულების შემდეგ მასწავლებელი გუნდებს უცვლის როლებს და „დამჭერები“ ხდებიან ,,გამქცევები“, ,,გამქცევები“ კი პირიქით. ორივე ტაიმის დასრულების შემდეგ მასწავლებელი აჯამებს ქულებს და აცხადებს საბოლოო შედეგს. გამარჯვებულია ის გუნდი, რომელმაც ორივე ტაიმის შედეგად მოაგროვა მეტი ქულები.

შემდეგ ერთმანეთს ეჯიბრებიან სხვა გუნდები, საბოლოოდ გამარჯვებული ხდება ის გუნდი რომელიც ყველაზე მეტ ქულას დააგროვებს.

 

 

 

8. თამაშითავ-ბურთი


 


თამაშის დანიშნულება: - ხელს უწყობს სისწრაფის, სიმარჯვის, მხედველობითი რეაქციის, წონასწორობის, კოორდინაციისა და ფეხბურთის სახეობისათვის დამახასიათებელი მოძრაობითი უნარ-ჩვევების განვითარებას.

თამაშის შინაარსი და აღწერილობა (იხ. ნახატი 16): მოთამაშეთა რაოდენობას თითოეულ გუნდში ადგენს მასწავლებელი, იმისდა მიხედვით თუ რა ზომის არის სათამაშო მოედანი. ფრენბურთის ზომის (18x9 მ.) მოედანზე შეიძლება თამაში 6-6-ზე, ან 5-5-ზე, შედარებით მცირე ზომის (12x6 მ.) მოედანზე 4-4-ზე ან 3-3-ზე (თითოეული გუნდში გოგოები და ვაჟები თანაბრად).თამაში შეიცავს ფეხბურთის ელემენტებს. თამაშში ბავშვები ბურთს ეხებიან მხოლოდ თავით, ფეხით და მხრით, როგორც ფეხბურთშია მიღებული. მოთამაშეს ბურთის ბადის მიღმა მხოლოთ თავით შეუძლია გადაგდება, თუმცაღა, საკუთარ ნახევარზე ბურთის მიღება, ან მოგერიება და გადაცემის შესრულება ფეხის მიხმარებითაც ნებადართულია. ბურთის მოწოდება ხორციელდება ფეხით, ბადიდან 3-მეტრის მოშორებით მონიშნული მონაკვეთიდან.

იოლად ასათვისებელი რომ იყოს, თამაში მიმდინარეობს დიდი მსუბუქი ბურთით, წესებიც შეძლებისდაგვარად მარტივია. თამაშის დაწყებამდე მასწავლებელი ბავშვებს უხსნის პირობასა და წესებს. შემდეგ ერთობლივად ადგენენ საჯარიმო ქულებს.

აღჭურვილობა:

- ბურთი (მჩატე, ვინილის ან რეზინის მასალის, ან საბავშვო წყალში სათამაშო დიდი ბურთი დიამეტრი 40-50 სმ.);

- ბადის დასაჭერი სადგარები - 2 ცალი.

- ბადის სიმაღლე არანაკლებ 1,60 . და არა უმეტეს 1,80 .;

 

9. თამაშიშეადგინე ანდაზა



მიზანი ფიზიკურ თვისებების, ძირითადი საყრდენ-მამოძრავებელი და კოგნიტური უნარების განვითარების ხელშეწყობა.

შინაარსი: თამაში გულისხმობს სხვადასხვა დაბრკოლებათა გადალახვასა და ბოლო ეტაპზე, დაფაზე რომელიმე სიტყვის (მოკლე წინადადების, ცნობილი გამოთქმის, ან ანდაზის შედგენას). ფიზიკური დატვირთვის პარალელურად თამაშში ჩართულია გონებრივი სავარჯიშოც, რაც თამაშს უფრო სახალისოს ხდის და აგრეთვე სასარგებლოა შემეცნებითი თვალსაზრისით.

ინვენტარი:

- რამდენიმე ერთმანეტზე მიდგმული დაბრკოლება;

- ხოხვით გასაძრომი ბარიერი (ლეიბი და დაბალ ფეხებზე მდგომი წინაღობა);

- ვერტიკალურად დასალაგებელი პლასტმასის ძელაკები (მილები);

- 2ც. ლეიბი კოტრიალისთვის;

- საბურავები;

- ფურცლებზე დაბეჭდილი ასოები, ან დაფა და ცარცი.

თამაშის აღწერა (იხ. ნახატი 18):

თამაშის დაწყებამდე მასწავლებელი ბავშვებს უხსნის პირობასა და წესებს;

ამის შემდეგ, ბავშვების დახმარებით, ადგენს დაბრკოლებათა თანამიმდევრობას;

ასევე ბავშვების დახმარებით დგინდება საჯარიმო და წამახალისებელი ქულების სისტემა;

სტარტიდან დაძრული მონაწილეები გადალახავენ დაბრკოლებებს;

დაფასთან მიახლოებისას მასზე გამოსახავენ (ან დაკიდებენ სიტყვის შესაბამის ფურცელზე დახატულ ასო-ნიშანს) ტექსტის შესაბამის ასო-ნიშანს, ისე, რომ საბოლოოდ დაფაზე დაიწეროს ქართული ანდაზა.

ამის შემდეგ სირბილით ბრუნდებიან უკან.

 

10. თამაშიამანათრბენი



თამაშის მიზანი: ხელს უწყობს სისწრაფის, საყრდენ-მამოძრავებელი და მანიპულაციური უნარ-ჩვევების (მსხვილი მოტორიკის) განმტკიცებას.

შინაარსი: საახალწლოდ ფოსტაში დაგროვდა ძალიან ბევრი სასაჩუქრე ამანათები, ფოსტალიონი ვეღარ ასწრებს ყველას დარიგებას. ბავშვებმა გადაწყვიტეს დახმარებოდნენ ფოსტალიონს ამანათების დარიგებაში.

სათამაშო მოედანი და აღჭურვილობა

• თამაში სასურველია ჩატარდეს ღია მოედანზე, ან ეზოში, სადაც საშუალება იქნება მოინიშნოს ოთხი 100-მეტრიანი მონაკვეთი. თავის მხრივ სარბენი მანძილი დაყოფილია სულ ცოტა 4 ბილიკად, რომლებიც ერთმანეთისგან გამოყოფილია ცარცით გახაზული ხაზებით (ცილინდრებით, ან საგზაო პლასტმასის კონუსებით, ან ცარიელი პლასტმასის ბოთლებით).

8-10 ცალი ამანათი (პლასტმასის სხვადასხვა ფერის მილები, ზომით დიამეტრში 3-4 სმ. სიგრძეში 30-35 სმ.);

 

თამაშის აღწერა (იხ. ნახატი 19 და 20):

მასწავლებელი ბავშვებს ყოფს 4 წევრიან (2 გოგონა და 2 ბიჭი) გუნდებად.

• 400 მ. სარბენი მანძილი დაყოფილია სულ ცოტა 4 ბილიკად და 100 მ. მონაკვეთებად.

მასწავლებელი გუნდებს ანაწილებს ბილიკების მიხედვით.

თითოეული გუნდის წევრები ნაწილდებიან ერთი ბილიკის 100 მ. მომაკვეთების თავსა და ბოლოებში, მაგალითად გოგონა სტარტზე, რომელიც გარბის 100 მ. და ბოლოს ამანათს გადასცემს თანაგუნდელ ბიჭს (იხ. ნახატი 19). ბიჭი გარბის შემდეგ 100 მ. და ამანათს გადასცემს თანაგუნდელ გოგონას, რომელიც გარბის შემდეგ 100 მ. და გადასცემს თანაგუნდელ ბიჭს ამანათს, რომელიც თავის მხრივ გარბის ბოლო 100 მეტრიან მონაკვეთს და კვეთს ფინიშის ხაზს ((იხ. ნახატი 20). თითოეულ ასეთ გარბენში გამარჯვებულია ის გუნდი რომლის ბოლო, მეოთხე წევრი პირველი გადაკვეთს ფინიშის ხაზს.

შემდეგ სარბენ ბილიკებზე დგებიან სხვა გუნდები.

საბოლოოდ თამაშში გამარჯვებულია ის გუნდი, რომლის ყველა გარბენს მოიგებს.

 

თამაში ,,ბადმინტონი ბუშტით


 



თამაშის დანიშნულება: ხელს უწყობს მხედველობითი რეაქციის, წონასწორობის, კოორდინაციისა და ბადმინტონის სახეობისათვის დამახასიათებელი მოძრაობითი უნარ-ჩვევების განვითარებას.

შინაარსი: თამაშში ბავშვები ბურთს (ბუშტს) ეხებიან მხოლოდ ჩოგნით, როგორც ბადმინტონში მიღებული. იოლად ასათვისებელი რომ იყოს, თამაში მიმდინარეობს 10სმ. დიამეტრამდე გაბერილი ბუშტით. თამაშის წესებიც შეძლებისდაგვარად გამარტივებულია.


აღჭურვილობა:

ბურთი(გაბერილი ბუშტი, დიამეტრი 10-12 სმ.);

ბადე (სტანდარტული ბადმინტონის, ზედა კიდე 155 სმ. სიმაღლეზე)

 

- თამაშის ხანგრძლივობა 11 ქულამდე;

- მოთამაშეთა რაოდენობა 1-1-ზე, ან 2-2-ზე (თითოეული გუნდში გოგონები და ვაჟები თანაბრად).


მსაჯის მოვალეობას თავად მასწავლებელი ასრულებს, როდესაც ბავშვები თამაშს აითვისებენ, აქაც და სხვა შემთხვევებშიც ასისტენტის ან მსაჯის ფუნქცია შესაძლოა დაეკისროს ბავშვს, რომელსაც რაიმე მიზეზით თამაშში მონაწილეობა არ შეუძლია.

სამი-ოთხი ასეთი თამაშის შემდეგ, როდესაც შეატყობთ, რომ ბავშვებმა აითვისეს მინიმალური მოძრაობითი უნარები, შეგიძლიათ ბუშტის მაგივრად ბადმინტონის სათამაშო სტანდარტული ბურთი „ვოლანი“ გამოიყენოთ.

5. თამაში ,,მინი ჩოგბურთი(რეზინის ან პარალონის რბილი ბურთით)

თამაშის დანიშნულება: ხელს უწყობს ორი ხელით ჩოგნით ბურთზე დარტყმის მოძრაობითი უნარ-ჩვევის განვითარებას, მხედველობითი რეაქციის, წონასწორობის, კოორდინაციისა და ჩოგბურთის სახეობისათვის დამახასიათებელი მოძრაობითი უნარ-ჩვევების განვითარებას.

შინაარსი: თამაშში ბავშვები ბურთს ეხებიან მხოლოდ ჩოგნით, როგორც ჩოგბურთშია მიღებული. ჩოგანი უჭირავთ ორივე ხელით. ჩოგბურთის მოძრაობითი უნარების იოლად ასათვისებელი რომ იყოს, თამაში მიმდინარეობს 6-7სმ. დიამეტრის პარალონის, ან რეზინის რბილი ბურთით, რომელიც სტანდარტული ჩოგბურთისგან განსხვავებით უფრო ნელა მიფრინავს ჰაერში და მისი ტრაექტორიის განსაზღვრა საწყის ეტაპზე ბავშვებისთვის უფრო ადვილად აღსაქმელია. თამაშის წესებიც შეძლებისდაგვარად გამარტივებულია.

 



 

აღჭურვილობა:

ბურთი (6-7სმ. დიამეტრის პარალონის, ან რეზინის რბილი ბურთი);

ბადე (სტანდარტული ბადმინტონის, ზედა კიდე 155 სმ. სიმაღლეზე);

ბადის დასაჭერი სადგარები - 2 ცალი.

ჩოგანი - 12 ცალი, საბავშვო (შეიძლება ბადმინტონის ჩოგნების გამოყენება).

 

სათამაშო მოედანი (იხ. ნახატი 9):

სტანდართული ჩოგბურთის მოედანი

ნახ. 9

სტანდართული ჩოგბურთის მოედანზე (23,78 x 10,97 მ.) შეგიძლიათ მონიშნოთ სულ ცოტა 4 საბავშვო კორტი, თითოეული ზომით 10,97 x 5,50 მ. (იხ. ნახატი 12), რაც საშუალებას მოგცემთ საგაკვეთილო საათში მაქსიმალურად ბევრი ბავშვი ჩართოთ თამაშში.

ნახატი 12

თამაშის აღწერა (იხ. ნახატები 10 და 11):

თამაშის დაწყებამდე მასწავლებელი ხსნის თამაშის წესებს (გამარტივებული):

 


 

- ბურთის მოწოდება: მოედნის პირით ხაზიდან, ერთი რომელიმე ნახევრიდან და ჩაწოდება მეტოქის მოედანზე დიაგოლზე არსებულ მართკუხედში;

- თითოეული მოთამაშე აწვდის 3 მოწოდებას და თითოეულ მოწოდებაზე აქვს 2 მცდელობის შესაძლებლობა;

- მომწოდებლის ერთი წარმატებული მოწოდება, ანუ გათამაშება უდრის 1 ქულას. თამაშის ხანგრძლივობა 12 ქულამდე;

 

ნახ. 10

- მოთამაშეთა რაოდენობა 1-1-ზე, ან 2-2-ზე (თითოეული გუნდში გოგონები და ვაჟები თანაბრად).

 

 

მსაჯის მოვალეობას თავად მასწავლებელი ასრულებს, როდესაც ბავშვები თამაშს აითვისებენ, აქაც და სხვა შემთხვევებშიც ასისტენტის ან მსაჯის ფუნქცია შესაძლოა დაეკისროს ბავშვს, რომელსაც რაიმე მიზეზით თამაშში მონაწილეობა არ შეუძლია.

სამი-ოთხი ასეთი თამაშის შემდეგ, როდესაც შეატყობთ, რომ ბავშვებმა აითვისეს მინიმალური მოძრაობითი უნარები, შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩოგბურთის სათამაშო სტანდარტული ბურთი.

 

 

 

 


 


დაწყებით საფეხურზე (I-VI კლასები) საგნის სწავლების ამოცანებია:

Øმოსწავლის ფიზიკურ აქტივობებში ჩაბმა და ამ გზით მისი 

   ფიზიკური  განვითარებისათვის  ხელის შეწყობა;

Ø  მოძრაობითი ჩვევების დაუფლება და ფიზიკური თვისებების განვითარება;

Ø  ფიზიკური ვარჯიშობისადმი ინტერესის ამაღლება და სიყვარულის  გაღვივება;

Ø  ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობის გაცნობიერება;

Ø  დამოუკიდებელი მოტორული ქმედებების სტიმულირება და ფორმირება;

Ø  ზოგადგანმავითარებელ ვარჯიშთა კომპლექსების შესწავლა და გამოყენება;

Ø  სწორი მოძრაობითი უნარ-ჩვევების გამომუშავება.

 

 

ფიზიკური აღზრდის სტანდარტი (I-IV კლასები)

 

შედეგების ინდექსები

სტანდარტის შედეგები

 

1.    მიმართულება:  ჯანმრთელობა და უსაფრთხოება

ფ.ა.დაწყ.(I).1.

მოსწავლემ უნდა შეძლოს დაიცვას პირადი ჰიგიენისა და უსაფრთხოების ელემენტარული წესები.

 

2.    მიმართულება: მოძრაობა და მოტორული უნარ-ჩვევები

ფ.ა.დაწყ.(I).2.

მოსწავლემ უნდა შეძლოს ფიზიკურ აქტივობაში მონაწილეობისათვის აუცილებელი საბაზისო მოძრაობითი უნარ-ჩვევების წარმოჩენა.

 

3.    მიმართულება: აქტიური მონაწილეობა

ფ.ა.დაწყ.(I).3.

მოსწავლემ უნდა შეძლოს მონაწილეობის მიღება ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და გაკაჟებისათვის აუცილებელ ელემენტარულ ფიზიკურ აქტივობებში.

ფ.ა.დაწყ.(I).4.

მოსწავლემ უნდა შეძლოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევების გამოვლენა ფიზიკურ აქტივობებში მონაწილეობის საფუძველზე.

 

ფ.ა.დაწყ.(I).5.

მოსწავლემ უნდა შეძლოს ფიზიკური აქტივობის დაკავშირება სხეულის მდგომარეობასთან.

 

 

ბ) შინაარსი

 

1.    მიმართულება: ჯანმრთელობა და უსაფრთხოება

პირადი ჰიგიენა (ფიზიკური აქტივობის შემდგომ სხეულის მოვლის პროცედურები, 

ფიზიკური აქტივობისას სპორტული ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შერჩევა), 

ფიზიკური აქტივობის დროს უსაფრთხოების წესების დაცვა სპორტულ დარბაზსა და 

მოედანზე, უსაფრთხოების წესების დაცვა სპორტულ ინვენტართან მიმართებაში, 

ექსკურსიისას, ლაშქრობისას უსაფრთხო გადაადგილებისა და ქცევის წესები, 

ლაშქრობისთვის საჭირო აღჭურვილობა.

 

 

2.    მიმართულება: მოძრაობა და მოტორული უნარ-ჩვევები

სიარული, რბენა, ხტომა, გადაადგილება სწორ ხაზზე, წრიულად, ზიგზაგისებურად და 

სხვ., მასწავლებლის ნიშანზე მოძრაობების სწრაფი ცვლა და სხვადასხვა 

მიმართულებით გადაადგილება, წონასწორობის შენარჩუნება, ბურთით თამაში

 (გდება, დაჭერა, მიზანში სროლა, ხელით ბურთის ტარება ადგილზე და მოძრაობაში, 

უძრავ და მოძრავ ბურთზე ფეხის დარტყმა, ტარება, კენწვლა და სხვ.), ცეკვის 

ელემენტები, ინდივიდუალური და ჯგუფური ვარჯიშები.

 

3.    მიმართულება: აქტიური მონაწილეობა

სხეულის მდგომარეობის თავისებურებები, ფიზიკური დატვირთვის გავლენა 

ორგანიზმზე, ტანადობის ჩამოყალიბებაზე. საგაკვეთილო და კლასგარეშე მასობრივი 

სპორტული ღონისძიებები, ექსკურსიები, ლაშქრობები, ცეკვა, მოძრავი თამაშები. 

სხვადასხვა სახის ფიზიკურ აქტივობაში ჩართულობა, თამაშის წესების დაცვა, 

მასწავლებლის ინსტრუქციების გაგება და შესრულება. მიზნის დასახვა, 

გადაწყვეტილების მიღება, პრობლემის გადაჭრა, თანაკლასელებთან 

ურთიერთობა, მიზანდასახული მოძრაობითი მოქმედებები და სხვა.

Комментариев нет:

Отправить комментарий