მატრიცა |
||||
დალი ნიკადიმოვი თემატური
ბლოკი - სპორტის სათამაშო (გუნდური) სახეობა. |
||||
სამიზნე ცნებები -ფიზიკური თვისებები (ძალა, სისწრაფე, მოქნილობა, სიმარჯვე, გამძლეობა); ფ. ა. სპ. საბ. 5 ორგანიზება და
თვითკონტროლი: ფ. ა. სპ. საბ. 1 ფ. ა.
სპ. საბ. 2 ფ. ა. სპ. საბ. 3 |
||||
საკითხები/ქვეცნებები - გადაცემა, ტყორცნა, მიღება,
დარტყმა, ჩაწოდება/მოწოდება, გათამაშება, ტარება, გადაადგილება, დგომი,
სიარული, ხტომა (ფ.ა.სპ.საბ. 4) (სპეციალური
საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების ინტერესებისა და შესაძლებლობების
გამოვლენა და განვითარება(ინდივიდუალურად თითოეულ მოსწავლეზე, შეფასების შესაბამისად); ასევე მნიშვნელოვანია განსაზღვრა რას უნდა აღწერდეს სსსმ-შშმ მოსწავლის შეფასება. ·
არის თუ არა აუცილებელი სკოლის სასწავლო გეგმის
ადაპტირება (მაგ; მოსწავლე მიყვება სპორტისა და ფიზიკური აღზრდის ძირითად
სასწავლო პროგრამას, მაგრამ პროგრამის ცალკეული ნაწილები ადაპტაციას საჭიროებს); ·
არის თუ არა აუცილებელი სპორტისა და ფიზიკური აღზრდის
სასწავლო გეგმის და მოსალოდნელი შედეგების მთლიანად მოდიფიცირება; ·
ძლევს სპორტისა და ფიზიკური აღზრდის სასწავლო გეგმას,
მაგრამ საჭიროებს სასწავლო გეგმის და შედეგების მოდიფიცირებას (მაგ: სპორტისა და
ფიზიკური აღზრდის საგანში მოსალოდნელი სასწავლო შედეგები ძირეულად
განსხვავებულია, ინდივიდუალურად ისწავლება და მისი მიზანია მოსწავლის
ცხოვრებისეულ უნარებში ორიენტაცია)). კითხვები: ·
რატომ და როგორ უნდა
განვივითარო ტექნიკური ელემენტები? ·
რატომ არის მნიშვნელოვანი და
როგორ გვეხმარება თვითკონტროლისა და
ორგანიზებულობის გამოვლენა ფიზიკური აქტივობების დროს? ·
როგორ შეუწყო ხელი შშმმ და სსსმმ-ს
აქტიურად ჩაერთოს საგაკვეთილო პროცესში? მკვიდრი
წარმოდგენები: ·
ფეხბურთის თამაშის დროს ორიენტაციას ვიღებ ტექნიკური
ელემენტების გამოყენების აუცილებლობაზე და მეხმარება ფიზიკური
თვისებების განვითარებაში. ·
გუნდური სპორტის სახეობებში მონაწილეობა
მასწავლის და მივითარებს კომუნიკაციის, ურთიერთთანამშრომლობისა და შეთანხმებულად
მოქმედების თვისებებს. ·
ფეხბურთის თამაშის დროს პირადი და სხვისი უსაფრთხოების
წესების დაცვა მეხმარება თავი ავარიდო ტრავმების გამომწვევ
ქმედებებს. ·
ინკლუზიური განათლება მასწავლის თანასწორუფლებიანობას. |
||||
N |
თვე |
სპორტის სახეობა |
შემაჯამებელი კოპლექსური დავალება |
შენიშვნა |
1 |
ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი. |
ფეხბურთი |
შიდა სასკოლო ფესტივალი; |
სავარაუდო
დრო მაგ; 8-10 დეკემბერი. |
აქტივობები |
||||
სიარულის
სპეციალური ვარჯიშები: · სიარული
ცერებზე; · სიარული ქუსლებზე; . სიარული გვერდულად; . მიდგმით ნაბიჯებით; რბენით სპეციალური ვარჯიშები: •
რბენა ადგილზე მუხლის მაღლა აწევით; •
რბენა წინსვლით მუხლის მაღლა აწევით; •
რბენა ცერებზე გაშლილი ფეხით; •
ხტომები ფეხიდან-ფეხზე (ირმის ნახტომი); •
რბენა წვივის უკუ ქნევით; ტექნიკური
მომზადება: გადაადგილების
ტექნიკა. • რბენა, ზურგით წინ; • გადაჯვარედინებული ნაბიჯებით; • ზიგზაგისებრა; • რკალებით. ვარჯიშები: • ინდივიდუალურად; გადაადგილება ბურთის გარეშე, ფეხების
მონაცვლეობით წახტომში; გადაადგილება
ბურთან ერთად. • პარტნიორთან ერთად, ანუ წყვილებში მოძრაობა
იმიტირებული ცრუ მოძრაობა ბურთის გარეშე; პარტნიორთან ერთად ბურთის გადაცემები (ცრუ
მოძრაობის იმიტირება) მოკლე მანძილიდან;
პარტნიორთან ერთად ბურთის გადაცემები (ცრუ მოძრაობის იმიტირება) შორი მანძილიდან; ვარჯიშები: ბურთის
გაჩერების ტექნიკის შესწავლა: • ტერფის
შემაღლების შუა ნაწილით(როგორც ინდივიდუალურად ასევე წყვილებში); • მომზადება
შემდგომი მოქმედებისთვის; • ბურთის
დაფარვა სხეულით(როგორც ინდივიდუალურად ასევე წყვილებში); ხტომები: • ზევით - მარჯვნივ, ზევით-მარცხნივ(წყვილებში,სინქრონულად); • გარბენიდან ცალ ფეხზე არეკლით; ბრუნები: • გადაბიჯებით და წახტომით; • რბენის დროს გაჩერებები
ვარდნით, წახტომით; • ბურთის ფეხით დარტყმა მხტუნავ
და მფრენარე ბურთზე; დარტყმები: • სიზუსტეზე კარებში(როგორც
ინდივიდუალურად ასევე წყვილებში). • პარტნიორის მიმართულებით. ბურთის
გაჩერების ტექნიკის შესწავლა: • ტერფის შემაღლების შუა ნაწილით; მომზადება
შემდგომი მოქმედებისთვის; • ბურთის დაფარვა სხეულით; ბურთის თავით
დარტყმა: • წახტომში; • ადგილიდან; • გარბენიდან მფრენარე ბურთის დარტყმა
შუბლის შუა ნაწილიდან; • ბურთის გადაცემა პარტნიორის მიმართულებით; • ბურთის კენწვლა; ცრუ
მოძრაობები: • მოწინააღმდეგისთვის ფეხებიდან ბურთის ართმევა; • ტანით ცრუ მოძრაობის ჩვენება ერთ მხარეს, ხოლო
მოძრაობის დაწყება მეორე მხარეს; ბურთის
წართმევა: • მოწინააღმდეგისთვის ბურთის წართმევა მხარში,
მხრის გაკვრით; ბურთის
შემოგდება: • ბურთის შემოგდება, სწორი
მოძრაობის შესრულება ნაბიჯით; • ბურთის შემოგდება, სიზუსტეზე ან
მოძრაობაში მყოფი პარტნიორისთვის; მეკარის
ვარჯიშები: • ძირითადი დგომა; • კარში გადაადგილება უბურთოდ, მიდგმით,
ჯვარედინი ნაბიჯებით და წახ ტომებით; • დარტყმული ბურთის დაჭერა ნახტომით და
ნახტომის გარეშე. • მგორავი ან
ოდნავ გვეძრე დაბალ მფრენ არე ბურთის დაჭერა ვარდნით ან
ვარდნის გარეშე; სუნთქვითი
ვარჯიშები. ამ ტიპის ვარჯიშები არეგულირებს პულს.
აძლიერებს მკერდის კუნთებს, უზრუნველყოს ფილტვების
ვენტილაციას, გაზარდოს ძირითადი მეტაბოლიზმი. 1. გაიმართეთ
წელში. ამ დროს შეგიძლიათ მიიღოთ თქვენთვის სასურველი პოზა სამიზნე ცნებების ახსნა: ფიზიკური თვისებები: ძალა: ძალა- არის
ადამიანის შესაძლებლობა კუნთების მაქსიამალური
დაძაბულობით გადალახოს წინააღმდეგობა. სისწრაფე: სისწრაფე-არის
ადამიანის უნარი შეასრულოს მოძრაობა(სირბილი განსაზღვრულ ადგილზე)დროის
მინიმალურად მოკლე პერიოდში. გამძლეობა: გამძლეობა-არის
ადამიანის საშუალება გაუმკლავდეს დაღლას. ფიზიკური აქტივობისას, მრავალჯერ
შეასრულოს მოძრაობები მისი ეფექტურობის დაქვეითების გარეშე. მოქნილობა/სიმარჯვე: მოქნილობა/სიმარჯვე-
არის ადამიანის შესაძლებლობა შეასრულოს მოძრაობა მაქსიმალური ამპლიტუდით, სწრაფად დაეუფლოს ახალ
მოძრაობას, ფიზიკური აქტივობისას სიტუაციის ცვლილებების შემთხვევაში სწრაფი
გადაწყვეტილების მიღება . შიდა სასკოლო
ფესტივალი. დებულება. შიდა სასკოლო ფესტივალი
- ფეხბურთი, საჯარო სკოლის
IX-X კლასების გუნდებს შორის. ა) მონაწილე მოსწავლეების
სიის შედგენა; ბ) გუნდებად
გადანაწილება,სკოლის ექიმთან შეთანხმება; გ) კენჭისყრა,სკოლის
თვითმართველობის ჩართულობა, სურვილისამებს მშობლის ჩართულობა საორგანიზაციო
საკითხებში და მსაჯობა; დ) თამაშის
წესების გაცნობა, სანქციები წესების დარღვევის დროს და მათი გაცნობა; ე) დაჯილდოვება(გარდამავალი
თასი); I მიზანი. ა) ცხოვრების ჯანსაღი წესის
დამკვიდრება; ბ) მოსწავლეთა ფიზიკური განვითარება; გ)ფეხბურთის,როგორც სათამაშო სახეობის პოპულარიზაცია; I I დრო და ადგილი. ფესტივალი
ტარდება დეკემბერში, სკოლის ტერიტორიაზე. I I I
მონაწილეები. IX-X-
ე კლასის მოსწავლეები,როგორც გოგონები ასევე ვაჟები. გუნდი დაკომპლექტდება
10 - ი მონაწილით,
5 ძირითადი და 5 სათადარიგო მოთამაშით. მონაწილეობის მიღების დადგენილი დროის
გადაცილების შემთხვევაში განაცხადი არ მიიღება.
IV
წესები. ·
ძირითადი წესები.ფესტივალის საშეჯიბრო
სისტემა.ფესტივალი ჩატარდება გამოთიშვის, ოლიმპიური სისტემით. პირველ ტურში
შეხვდებიამ პირველი და მეორე გუნდები, ხოლო მეორე ტურში შეხვდებიან მესამე და
მეოთხე გუნდები.მოგებული გუნდები შეხვდებიან ერთმანეთს; ·
თამაშის(ერთი ტაიმის) მსვლელობა 15 წუთი, შესვენება 5
წუთი; ·
შეცვლა
შესაძლებელია ნებისმიერი ადგილიდან; ·
შეცვლის რაოდენობა შეზღუდული არ არის; ·
საჯარომოს ჩაწოდება ხდება ფეხით; ·
მეკარე ბურთს იღებს
და აწოდებს ფეხით; ·
საჯარიმო დარტყმის მანძილი 7მ: ·
ეკიპირების დაზიანების შემთხვევაში თამაშის გაგრძელება
არ შეიძლება; ·
ბურთის მოედნიდან გადასვლის შემთხვევაში მსაჯს
შემოაქვს სხვა ბურთი,დრო არ ჩერდება; ·
ერთ მოთამაშეზე ხუთი ჯარიმის შემთხვევაში ინიშნება
საჯარიმო დარტყმა; ·
დაზიანების ნებისმიერ შემთხვევაში ხდება მოთამაშის
შეცვლა, დრო ჩერდება; ·
თამაშის ფრედ დამთავრების შემთხვევაში დამატებითი დრო
ინიშნება 5 წუთი; ·
დამატებითი დროის ფრედ დამთავრების შემთხვევაში
ინიშნება 5 საჯარიმო დარტყმა. ·
საჯარიმოს ფრედ დამთავრების შემთხვევაში თამაში
სრულდება პირველ გატანილ ბურთამდე; ·
გასაჩივრების შემთხვევაში ადგილზე გადაწყვეტილებას
მიირებს კომისია; ·
უხეშ ქმედებებათ ჩაითვლება: მსაჯთან შეპასუხება,
კონფლიქტი მოთამაშესათან,ტრამვის გამომწვევი ქმედებები. ფესტივალის
ხელმძღვანელობა: ორგანიზატორი, სკოლის
ადმინისტრაცია,მოსწავლეთა თვითმართველობა, მსაჯი; მოსწავლეებს
ვუხსნი საფეხბურთო ტაქტიკას და ვაძლევ შესაძლებლობას სსსმმ და შშმმ
დაგეგმონ ან თავად შექმნან, დაცვითი(ინდივიდუალური ან გუნდური)ტაქტიკა, თავდასხმით(ინდივიდუალური
ან გუნდური) და მეკარის ტაქტიკა(სწრაფი გადაცემა თავისუფალ
მოთამაშეზე); შედგენილი
მატრიცის დასრულების შემდეგ ჩატარდება შიდა სასკოლო ფესტივალი. რომელშიც
მონაწილეობას მიიღებენ IX-X კლასის მოსწავლეები (როგორც გოგონები
ასევე ვაჟები),
წინასწარ შემუშავებული ტაქტიკის გადაცემა მოხდება სსსმმ-ზე ან შშმმ-ზე,
რათა მან მართოს
თამაშის ტაქტიკური მსვლელობა ან ის საქმიანობა რაც მათზე არის მორგებული(მსაჯი,ჯიურის
წევრი). |
Комментариев нет:
Отправить комментарий