ლ. ვიგოტსკი

ინფორმაცია მოძიებულია    http://mastsavlebeli.ge/?p=1951



ვიგოტსკი  აანალიზებს  იმ   ძირითად მიმართულებებსრომლებიც  სწავლებასწავლისა   და    ფსიქიკური  განვითარების ურთიერთდამოკიდებულების საკითხის ირგვლივ არსებობსიგი მათ სამ ჯგუფად ჰყოფს:
  1. აქ გაერთიანებულ მკვლევართა შეხედულებით განვითარება სწავლისაგან დამოუკიდებელ პროცესად არის მიჩნეულისწავლა განიხილება,როგორც წმინდა გარეგანი პროცესირომელიც ეთანხმება განვითარებასთვითონ აქტიურად არ ერევა მასშიიყენებს განვითარების მიღწეულ დონეს და ვერ ცვლის მის მიმართულებასამ თეორიის ტიპურ წარმომადგენელად ვიგოტსკი ჟან პიაჟეს მიიჩნევსვიგოტსკი აკრიტიკებსროგორც პიაჟეს თეორიულ კონცეფციას,ისე მეთოდსირონიულად შენიშნავსრომ ჟან პიაჟეს თეორიაში ”სწავლა განვითარების კუდში მიჩანჩალებს – ორიენტაციას იღებს არა ხვალინდელ დღეზეარამედ გუშინდელზე.მის მიერ .პიაჟეს თეორიის მიმართ გამოთქმული შენიშვნებიასე შეიძლება ჩამოყალიბდეს). ბავშვსა და გარემოს შორის წონასწორობის მექანიზმის გააზრებაშიმოზრდილის ფუნქცია და როლი არ არის გათვალისწინებული – ბავშვის ინტელექტი ვითარდება უშუალოდ გარემოსთან ურთიერთობის პროცესში). ბავშვის ელემენტარული ინტელექტუალური სტრუქტურების საფუძველსმოქმედებისა და ოპერაციების თავდაპირველ სახეს განსაზღვრავს ნეირონული ბადის სისტემა და არა კულტურაში ასახული ადამიანური მოქმედებისშესრულების ხერხები). მართალია პიაჟე ბავშვის ფსიქიკურ განვითარებაში ითვალისწინებს ბავშვსა და გარემოს შორის განხორციელებული ურთიერთობების ფაქტიურ გამოცდილებასმაგრამ ამ ურთიერთობებს ანიჭებს მხოლოდ იმ ცნებების გადაცემის ფუნქციასრომელთა ათვისებაჯერ ერთიდამოკიდებულია უკვე ჩამოყალიბებულ ინტელექტუალურ სტრუქტურებზე და, მეორეცეს ურთიერთობები არ განსაზღვრავენ მათი შემდგომი განვითარების გზებს. უკეთეს შემთხვევაშიმხოლოდ ”ავარჯიშებენ” მათამდენადპიაჟესათვის ცოდნის ამა თუ იმ დონეზე ფლობა არ შეიძლება იყოს ბავშვის აზროვნების ლოგიკური ფორმების განვითარების დონის მაჩვენებელივიგოტსკი წერსპიაჟესათვის ბავშვის აზროვნებისდონის მაჩვენებელია არა ისრა იცის ბავშვმა ან შეთვისების რა უნარი აქვსარამედ ის, თუ როგორ აზროვნებს იგი იმ სფეროშირომელშიც არავითარი ცოდნა არ გააჩნიაამ თეორიაში ყველაზე უხეშად  უპირისპირდება ერთმანეთს სწავლა და განვითარებაცოდნა და აზროვნებაასკვნის ვიგოტსკიამ თვალსაზრისით პიაჟეს თეორიას ის ამსგავსებს ძველ პედაგოგიურფსიქოლოგიაში გაბატონებულ (მეიმანის და სხვაშეხედულებასსადაც ფსიქიკური განვითარება გაგებულია როგორც მომწიფების პროცესი და სწავლის ფუნქცია მდგომარეობს იმ უნართა გავარჯიშებაშირაც მის გარეშე და მისგან დამოუკიდებლად შეიქმნა.  ეს არის ნატურალისტური პოზიციაროცა ბავშვის განვითარება განიხილებაროგორც ”ბუნებრივიინდივიდის განვითარებამართალია სოციალურ პირობებშიმაგრამ იმ იდეის გარეშერომ განმაშუალებელი აქ ადამიანია და ”გაადამიანურებული” საგნები.
2. ჯგუფში ვიგოტსკი აერთიანებს საწინააღმდეგო შეხედულებებს – სწავლა იგივეარაც განვითარებააქ იგი განიხილავს სხვადასხვა საფუძველზეაგებულ თეორიებს –დაწყებული ჯემსითრომლისთვისაც განვითარება არის ყოველგვარი რეაქციებისშესწავლა და ადამიანი კი ჩვევათა ცოცხალ კომპლექსს წარმოადგენსსწავლის და განვითარების პროცესი მიმდინარეობს თანაბრად და პარალელურად ისერომ სწავლის თითოეულ ნაბიჯს განვითარების
თითოეული
 ნაბიჯი შეესატყვისებაგანვითარება თან სდევს სწავლასისე როგორც ჩრდილი საგანსმათ შორის იმდენად მჭიდრო დამოკიდებულება არსებობსრომ ერთი მეორესთანაა გაიგივებულიისინი ერთმანეთს ისე ფარავენროგორც ორი მსგავსი გეომეტრიული ფიგურა.  ამდენადთუ პირველ შემთხვევაში განვითარება წინ უსწრებს სწავლასაქ იმის მტკიცება რა რომელს უსწრებს, ერთგვარი უაზრობააეს პროცესი სინქრონულად მიმდინარეობსვიგოტსკირა თქმა უნდა, არც ამ შეხედულებას იზიარებს.
3. მესამე ჯგუფში შემავალი თეორიები იმ სიძნელეების
გადალახვის
 ცდელობაარაც წინა შემთხვევებში გვხვდებააქ ფაქტობრივად საქმე გვაქვს თვალსაზრისთა შერევასთანვიგოტსკი ახასიათებსკოფკას დუალისტურ თეორიას.  კოფკა აერთიანებს ორ ურთიერთსაწინააღმდეგო თვალსაზრისსაღიარებს სწავლისა და განვითარების ურთიერთზეგავლენას და ერთგვარად აფართოებს სწავლის როლს  აღნიშნავს ვიგოტსკიამავე დროსიგი აკრიტიკებს კოფკას შეხედულებებს, რადგან იგი აერთიანებს ორ ურთიერთსაწინააღმდეგო თვალსაზრისსეს უკვე  იმის მაჩვენებელიარომ წინა თეორიებს ერთმანეთთან მჭიდრო კავშირი აქვთ და კოფკა თავისი დუალისტური თეორიით ძირითადად იმავე საფუძველს ეყრდნობარასაც ისინი.  კოფკას სიმპათიები მაინც მომწიფების პროცესისკენ იხრებახოლო სწავლის როლის ასეთ გაფართოებულ გაგებას ფორმალური დისციპლინების ძველ პედაგოგიურპრობლემამდე მივყავართვიგოტსკი აღნიშნავს,რომ ამ მიდგომას მეცნიერებაში მრავალი გაუგებრობა მოჰყვაკერძოდცნობილია, რომ ზოგიერთი მეცნიერი (მათ შორის ყველაზე მეტად ჰერბარტიმიიჩნევსრომ ყოველი კონკრეტული სწავლა გავლენას ახდენს ბავშვის გონიერებისგანვითარებაზესკოლებირომლებიც ამ იდეას
ეყრდნობოდნენ
ბავშვებს ისეთ დისციპლინებს ასწავლიდნენროგორიცაა, მაგ.კლასიკური ენები,  ისე რომ არ აცნობიერებდნენ მათ ცხოვრებისეულ ღირებულებასითვალისწინებდნენ მხოლოდ იმასთუ რა მნიშვნელობა ჰქონდათ
მათ
 მათი ზოგადი განვითარებისათვისამ თეორიას უდიდესი სიძნელეები მოჰყვა პედაგოგიკაშიგაკეთდა ბევრი არასწორი დასკვნაშემდეგში ჩატარდა რიგი გამოკვლევებისა (თორნდაიკი და სხვა), სადაც ნაჩვენები იქნარომ ერთ სფეროში მიღწეული წარმატება იშვიათად გულისხმობსსხვა უნარების განვითარებასასეთი რამ  მხოლოდ მაშინ ხდებაროცა ორ ქცევაში ან ორ ფუნქციაში მსგავსი ელემენტები
გვაქვს
ამ უკანასკნელი შეხედულების წინააღმდეგ გამოდის კოფკა და აღნიშნავსრომ სწავლის გავლენა არასოდეს არ არის სპეციფიკურიამით იგი ერთგვარად უბრუნდება ფორმალური დისციპლინების პრობლემას და მრავალ მომენტს კვლავ საკამათოს ხდისსაერთოდ . ვიგოტსკის აზრითკოფკას თეორია ბოლომდე არც არის დამუშავებულიიგი მონახაზი უფროა  და ხშირად ძნელია მიხვდერას ფიქრობს ავტორი ამა თუ იმ საკითხზე.
            შემდეგ ვიგოტსკი ალაგებს თავის შეხედულებებს და იზიარებს მოსაზრებასიმის შესახებრომ სწავლა იწყება გაცილებით ადრევიდრე სასკოლო სწავლა – სკოლა  არასოდეს  იწყებს სწავლას ნულიდანამავე აზრს იზიარებენ კოფკა და შტუმფიმაგრამ თუ  ისინი სკოლამდელ და სასკოლო სწავლას შორის განსხვავებას მხოლოდ იმაში ხედავენრომ პირველი არასისტემატურიახოლო მეორე სისტემატურივიგოტსკი სწავლის ამ ორ სახეს პრინციპულად განსხვავებულად მიიჩნევსკერძოდიგი სწავლის ორ უკიდურეს ტიპს გამყოფს:
1. 
სწავლა სამ წლამდე– სპონტანური სწავლის ტიპი, როდესაც ბავშვი სწავლობს საკუთარი პროგრამითთვითონ განსაზღვრავს სწავლის პროგრამას და 2. მასწავლებლის მიერ  სკოლაში სწავლება.რეაქტიული ტიპისადაც ბავშვის საკუთარი პროგრამის ხვედრითი წილი ისეთივე მცირეაროგორც დიდის პროგრამის ხვედრითი წილი პირველი ტიპის სწავლის შემთხვევაშიამ ორ უკიდურეს ტიპს შორის გარდამავალი ადგილი უკავია .სპონტანურრეაქციულს– სკოლამდელი ასაკის (3-7წწბავშვის სწავლასრომელიც საწყის ფაზაში უფრო ახლოსაა პირველ პოლუსთან და პირიქით.
            სასკოლო სწავლაროგორც ზემოთ აღვნიშნეთპრინციპულად ახალია ბავშვის განვითარებაშითუმცა სწავლა და განვითარებაროგორც უკვე აღვნიშნეთ,ერთმანეთს აქ არ ხვდებიან პირველადისინი დაბადებიდან ერთად არიანრა სპეციფიკური დამოკიდებულება არსებობს მათ შორის სასკოლო ასაკშისვამს შეკითხვას ვიგოტსკისწავლარა თქმა უნდაითვალისწინებს განვითარების დონესმაგრამ აუცილებელია სწავლის პროცესში  განვასხვაოთ ბავშვის განვითარების ორი დონე მაინც: 1. ბავშვის აქტუალური განვითარების დონე და 2. განვითარების უახლესი ზონაპირველში იგულისხმება ის ძალებირომელთა განვითარება უკვე დამთავრებულიამას ითვალისწინებს ის ტესტებირომლებიც განსაზღვრავენ ბავშვის გონებრივი განვითარების დონესშემდეგ ვიგოტსკი ასე წარმართავს თავის მსჯელობასვთქვათორი შვიდი წლის ბავშვი ერთნაირად წყვეტს მათი ასაკისთვის შესაფერის გონებრივ ამოცანასეს იმას ნიშნავს, რომ ორივეს პირველი დონე (აქტუალური განვითარების დონე)  ერთნაირი აქვთგავართულოთამოცანაერთმა მოსწავლემჩვენი მცირედი დახმარებითგადაწყვიტა ისეთი ამოცანარომელიც ორი წლით უსწრებს მის ასაკსმეორემ კი უფროსის დახმარებით გადაჭრა7,5 წლის ასაკისათვის განკუთვნილი ამოცანაეს არის სწორედ ის ზონარომელსაც ვიგოტსკი ”განვითარების უახლოეს ზონას” უწოდებსბავშვის გონებრივი განვითარების მაჩვენებელი პირველი დონე კი არ არისარამედ – მეორებავშვს შესწევს უნარი გადაჭრას ისეთი სირთულის ამოცანარომელიც ერთგვარად მისი აქტუალური შესაძლებლობების მიღმაადღეს ეს ხდება უფროსების დახმარებითმაგრამ ხვალ იგი ამას დამოუკიდებლად გააკეთებსამდენად, ”განვითარების უახლოესი ზონა”  ხვალინდელი დღის განსაზღვრაში გვეხმარებაეს ფაქტი თავისთავად იმდენად არაფრისმთქმელია, სწავლების პროცესში გარდაქმნის მანიშნებელი რომ არ იყოსიგი უპირისპირდება ტრადიციულ თვალსაზრისსრომლის მიხედვითაცსწავლება უკვე მომწიფებული შესაძლებლობების ორიენტირს უნდა განსაზღვრავდესსაკითხისადმი ამგვარმა მიდგომამ ძალიან ცუდი შედეგები გამოიღო სკოლაშირაც განსაკუთრებით ნათლად გამოჩნდა გონებრივად ჩამორჩენილი ბავშვების სწავლებაშიმათ სწავლებაში ყველაფერი ეყრდნობოდა თვალსაჩინოებასმხოლოდ იმ შესაძლებლობებსრაც მათ აქტუალურად ჰქონდათ განვითარებული და შედეგიც სავალალო იყო – დაქვეითდა მათი აზროვნებავიგოტსკის აზრითრაღაც ამდაგვარი ხდება ნორმალური ბავშვის სწავლებაშიცმხოლოდ ის სწავლება შეიძლება ჩაითვალოს ნამდვილ სწავლებადრომელიც წინ უსწრებს განვითარებას (მაგრამ არა ზედმეტადდა ეყრდნობა იმ ძალებსრომლებსაც დაწყებული აქვთ ფუნქციონირებამაგრამ არ არის სრულად მომწიფებული.

            ვიგოტსკი თავის ფუნდამეტურ ნაშრომში ”აზროვნება და მეტყველება” გვაძლევს უმაღლესი ფსიქიკური ფუნქციების განვითარების ასეთ ფორმულირებასყველა ფსიქიკური ფუნქცია ბავშვის განვითარებაში ორჯერ გამოდის სცენაზე:
1. 
როგორც სოციალური ქმედება– ინტერფსიქიკური ფუნქცია და 2. როგორც ინდივიდუალური ქმედებაბავშვის შინაგანი აზროვნების უნარი – ინტრაფსიქიკური ფუნქციაპირველი განსაზღვრავს მეორესავიღოთ მაგალითადმეტყველებაპირველად მეტყველება აღმოცენდება როგორც საკომუნიკაციო იარაღისხვებთან ურთიერთობის დამყარების საშუალებაეს არის მისი ინტერფსიქიკური ფუნქცია), ხოლო შემდეგ გადადის შინაგან პლანში და ხდება ბავშვის შინაგანი ფსიქიკური(ინტრაფსიქიკურიფუნქციაასევეჯერ თამაშში უჩნდება ბავშვს უნარი დაუქვემდებაროს თავისი ქცევა თამაშის წესს და შემდეგ აღმოცენდება ქცევის რეგულაციისშინაგანი ფუნქციავიგოტსკის აზრითამ კანონს ექვემდებარება სწავლება/სწავლაცპირველად ესა თუ ის კანონზომიერება ბავშვისთვის მისაწვდომია მხოლოდ ურთიერთდამოკიდებულების პროცესში (უფროსის დახმარებით),შემდეგ ხდება მისი გადაქცევა შინაგან მიღწევადასეთნაირად ორგანიზებულ სწავლებას ბავშვი მიჰყავს გონებრივ განვითარებამდე.სწავლა არის განვითარების შინაგანიაუცილებელიმომენტირომელიც ისტორიული მონაპოვარია და არ არის ბუნებრივი თავისებურებაგანვითარების პროცესი არ ემთხვევა სწავლის პროცესსიგი თან სდევს მასსწავლა ქმნის განვითარების უახლოეს ზონას.
 ვიგოტსკი სწავლისა და განვითარების საკითხების განხილვის დროს კიდევ ერთ მნიშვნელოვან მხარეს აქცევს ყურადღებას.ყოველგვარი სწავლა ასაკთან არის დაკავშირებულიროდესაც მეცნიერებილაპარაკობენ სწავლების ვადებზე მხედველობაში აქვთ მხოლოდ მისი ქვედა საზღვარი აღნიშნავს ისმაგალითადიციან , რომ ალგებრას ვერ ასწავლი სამი წლის ასაკშირადგან სწავლა ფსიქიკური მომწიფების გარკვეულ დონეს მოითხოვსვიგოტსკი ყურადღებას აქცევს იმ გარემოებასრომ საჭიროა გათვალისწინებულ იქნეს ზედა ოპტიმალური საზღვარიც და იშველიებს  ”განვითარების სენსიტიური პერიოდის” ცნებასეს ის პერიოდია განვითარებაშირომლის  დროსაც ფსიქიკა განსაკუთრებით მგრძნობიარეა გარემოს გარკვეული ზემოქმედების მიმართამ ასაკის გავლის შემდეგამ ზემოქმედებამ შეიძლება ნეიტრალურიანდა შემაფერხებელი როლიც  შეასრულოსამითვე აიხსნება ის ფაქტირომ გვიანი სწავლა კარგავს თავის ეფექტსუნდა ვიცოდეთ ბავშვის ფსიქიკა რა პერიოდში რის მიმართ არის იგი სენსიტიურიამის შესატყვისად უნდა მიეცეს მას სასწავლო მასალაცამგვარადარსებობს სწავლება/სწავლების ოპტიმალური ვადაამ ვადიდან გადახვევა როგორც ზევითისე ქვევით, საზიანოასწავლება უნდა ითვალისწინებდეს განვითარების გარკვეულ დონესმაგრამ იგი გაცილებით უფრო ეფექტურიაროცა ეყრდნობა ძალებსრომლებიც განვითარების პროცესშია
P.S. უკანასკნელ პერიოდში რუსულ სამეცნიერო ჟურნალში გამოჩნდა სტატიასადაც ერთერთი ფსიქოლოგი წერსვიგოტსკის კლასიკურმა ტექსტებმა,რომლებიც ისევე ჟღერდა,
როგორც ოდესღაც
 აღმოჩნა,  ახლა წიგნებიდან წიგნებში უსასრულო ხეტიალის  შემდეგ ელვარება დაკარგანელნელა გაუფერულდა,ჩვეულებრივი გახდამოძველდა და ვერ პასუხობს თანამედროვე საგანმანათლებლო გამოწვევებსსწავლებარომელსაც თან სდევს განვითარება ანუ განმავითარებელი სწავლების იდეარომელიც ვიგოტსკის სახელს უკავშირდება,  დღეს ნებისმიერი სკოლის სარეკლამო გვერდზე ჩანსამასთანავევიგოტსკის მიმდევრებისთვის იგი უფრო სასურველი იდეაავიდრე შესაძლებელი, უფრო მეტიც,  რეალურად შეუძლებელი საგანმანათლებლო მიზანი.

Комментариев нет:

Отправить комментарий