მინი ფეხბურთი.



                                           მინი ფეხბურთი


სკოლის მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა ჩემპიონატებში,ეს ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ფუტძალის ჩემპიონატში და მივიდნენ ნახევარ ფინალამდე.ქონდათ მეტი შესაძლებლობა,მაგრამ გუნდი არ იყო შეკრული და ეს იყო იმის მიზეზი რომ ვერ მოვხვდით ფინლში.მალევე იყო მოწვევა მინი ფეხბურთში.
150-ს საჯარიო სკოლამ მონაწილეობა მიიღო "მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგის" II-ტურში.ტურნირში მონაწილეობას 400-მდემოსწავლემ მიიღო.სიახლეს წარმოადგენდა ის,რომ მსგავსი ტიპის ღონისზიება ელექტრონული ტექნოლოგიების აქტიური გამოყენებით პირველად ტარდება.თბილისის საკრებულოში, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა, კომისიის  ინიციატივით, თბილისის მერიისა  და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის  მხარდაჭერით და  სპორტის მართვის მეთოდოლოგიის და ტექნოლოგიების ასოციაციის ორგანიზებით, ,,თბილისის მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგა’’ გაიხსნა. ტურნირი წელს პირველად ტარდება და მასში 32-სკოლის 400-მდე მოსწავლე მონაწილეობს. აღნიშნული ტურნირი 8-მაისიდან - 10 ივლისამდე გასტანს. მოსწავლეებმა უკვე მიიღეს გამოცდილება ფუტსალის სასკოლო ჩემპიონატიდან და ამ ტურნირს მომზადებული დახვდნენ. გუნდი შეკრულია და ყოველი თამაშის წინ განვიხილავთ თამაშის სტრატეგიებს. ჩემი როგორც მასწავლებლის და მწვრთნელის ვალდებულებაა ხელი შეუწყო მოსწავლეების ფსიქო-მოტორულ განვითარებას და დავანახო გუნდური თამაშის და მუშაობის აუცილებლობა. თამასიდან თამაშამდე დამატებით ვარჯიშები ტარდებოდა და ვიხილავდით მოწინააღმდეგის თამაშის სტრატეგიებს.ასეთმა მიდგომებმა დადებითი შედეგი გამოიღო და ჩვენ თბილისის ჩემპიონები გავხდით.

ეს გამარჯვება სტიმულის მომცემი იყო მოსწავლეებისთვის და საჭიროდ ჩავთვალე სკოლაში 2019 წლის დასწაყისშიც გამეგრძელებინა  მუშაობა წრის შექმნაში,როგორც ვაჟების ასევე გოგონების.
ვარჯიშებზე იქნება განხილული სტრატეგიები,კომბინაციები და ტექნიკური ელემენტების დახვეწის თანამედროვე მიდგომები.














სასიამოვნო იყო ის ფაქტი,რომ მიუხედავად იმისა,რომ სკოლაში მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები ვარჯიშები ტარდება  სკოლის შენობის გარეთ მოედნებზე გაკვეთილების ბოლოს.
 ამჟამად  ახალი გამოწვევის წინაშე ვდგავართ და მონაწილეობას ვღებულობთ გოგონების გუნდით ფუტძალში ნოემბრის თვეში. 
გოგონები მოტივირებულები არიან და ვარჯიში იმართება კვირაში სამი დღე. წარმატებას და წინსვლას უსურვებ მათ.

Комментариев нет:

Отправить комментарий