კომპლექსური დავალება/საბაზო საფეხური


სწავლის საფეხური: საბაზო.

თემა:                     ფეხბურთი.

 

 

სამიზნე ცნება:  სპორტის სახეობა;

                                სპორტის ისტორია;

ქვე ცნებები:        წესები;

                                 ჩემპიონატები და შეჯიბრები;

                                 სათამაშო ტაქტიკა.

მინი ლექცია:

სპორტი - არის საშეჯიბრო მოღვაწეობა, რომლის სპეციფიკურ ფორმას შეჯიბრებათა სისტემა წარმოადგენს.

ფეხბურთი გუნდური სპორტი, რომელიც თერთმეტი წევრისგან შემდგარი ორი გუნდი ეთამაშება ერთმანეთს. თამაში მიმდინარეობს მართკუთხა მინდორზე, საგოლე კარებით ორივე ბოლოში. თამაშის მიზანი გუნდის წევრებს შორის ბურთით მანევრირებაა მოწინააღმდეგე გუნდის კარში გოლის გასატანად.

ფეხბურთის ისტორია



სათამაშო მოედნის ზომები.

სათამაშო მოედანს აქვს მართკუთხედის ფორმა.

თითოეული კარის ძელების შიგნითა მხრიდან 5.5მ (6 იარდის) მანძილზე მართობულად კარისა მოედნის შუაგულისაკენ, ივლება ორი ხაზი. 5.5მ სიგრძეზე ეს ხაზები ერთდება ერთმანეთთან მესამე ხაზით, რომელიც პარალელურია კარის ხაზისა. ზონას, რომელიც შემოისაძღვრება ზემოთხსენებული ხაზებით და კარის ხაზით, ეწოდება კარის მოედანი.

ფართი.

სათამაშო მოედნის ფართი განისაზღვრება ხაზებით.

(საერთაშორისო მატჩი. ორი გრძელი ხაზი, რომელიც საზღვრავს მოედანს იწოდება გვერდითა ხაზებად, ხოლო ორი მოკლე ხაზი - კარის ხაზად. ამის შემდეგ მოედანი იყოფა ზუსტად შუაზე, გვერდითა ხაზების შუაწერტილები ერთდება ერთმანეთთან ხაზით. ამ ხაზის შუაწერტილში კეთდება მოედნის ცენტრის ნიშნული. მის გარშემო შემოიხაზება წრეწირი რადიუსით 9.15მ (110 იარდი).მოედნის თითოეულ კუთხეში მაგრდება დროშა.კარი

 

ბურთის ხარისხი და პარამეტრები.

 


ჩარლზ გუდიერი-პირველმა შექმნა ფეხბურთის ბურთი 1885 წელს.

ბურთს აქვს სფეროს ფორმა;

დამზადებულია ტყავისაგან ან სხვა ამ მიზნებისათვის შესაფერისი მასალისაგან;

მატჩის დაწყების მომენტში ის იწონის არაუმეტეს 450 გრამისა და არანაკლებ 410 გრამისა; მასში ჰაერის წნევა არის 0.6 - 1.1 ატმოსფერო.

ასევე გაგაცნობთ:

ფეხბურთელთა რაოდენობა;ოფიციალური შეჯიბრება;სხვა მატჩები;ყველა მატჩი;

ცვლილების წესები;მეკარის ცვლილება;დარღვევები და დასჯა;თამაშის განახლება;

ძირითადის და  სათადარიგო ფეხბურთელების გაგდება;უსაფრთხოება;ეკიპირება;

მეკარეები;

ტაქტიკა:ფეხბურთის ტაქტიკური სქემა  არის ფეხბურთელების მოწყობა ისე, რომ შეასრულოს ის დავალებები, რომლებიც მასწავლებელმა მოსწავლეს დაავალა. თანამედროვე ფეხბურთში არსებობს ტაქტიკური მოწყობის მრავალფეროვნება, რომლებიც, მატჩის განმავლობაში, ხშირად განიცდიან ცვლილებებს.

ტაქტიკა: ყოველთვის რაოდენობრივად არის აღწერილი და შედგება რიგი რიცხვებისგან, რომელთა ჯამი 10-ია, ხოლო გუნდში 11 ადამიანია. და ეს ყველაფერი იმის გამო, რომ მეკარე არ არის გათვალისწინებული, თავისი პოზიციიდან  გამომდინარე. ტაქტიკა მზადდება მხოლოდ საველე ფეხბურთელებისთვის:  მცველები, ნახევარმცველები და თავდამსხმელები.  თანამედროვე ფეხბურთი მოითხოვს მრავალფეროვნებას, და იგივე ფლანგური მცველი სხვადასხვა ტაქტიკაში შეიძლება იმოქმედოს როგორც ინსაიდერი ან ფლანგური ნახევარმცველი.

 

 

 


 

 

 

 


 

 

 

 

კომპლექსური დავალება.გუნდური მუშაობის პრინციპი(5-6 მოსწავლე);

მოამზადე პრეზენტაცია ფეხბურთის ისტორია;

შექმენი რამდენიმე სათამაშო ტაქტიკის სქემა;

კითხვარის შევსება: https://padlet.com/dnikadimovi/9ahnezjaa1j2xdfk

ინსტრუქცია(როგორ შევავსო კითხვარი ელექტონულად,https://youtu.be/wfvLdt_33dM)

 

ბმულები.

ფეხბურთი

ფეხბურთელთა რაოდენობა;ოფიციალური შეჯიბრება;სხვა მატჩები;ყველა მატჩი;

ცვლილების წესები;მეკარის ცვლილება;დარღვევები და დასჯა;თამაშის განახლება;

ძირითადის და  სათადარიგო ფეხბურთელების გაგდება;უსაფრთხოება;ეკიპირება;

მეკარეები;

დროშა.

კარი

ტაქტიკა:


Комментариев нет:

Отправить комментарий