კომპლექსური დავალება. დაწყებითი საფეხური.

 

სამიზნე ცნება -ორგანიზებულობა და თვითკონტროლი

საკითხი - ,, ჯანსაღი ცხოვრების წესი’’

კომპლექსური დავალების პირობა:

Ø  გაეცანით პრეზენტაციის შესაბამის რუბრიკას რის მიხედვითაც შეფასდება ნამუშევარი.

Ø  გაეცანით ჩემს მიერ გამოგზავნილ პრეზენტაციას.   

 

Ø  კლასი გაიყოს 5 ჯგუფად. ჯგუფებზე გადანაწილდება შემდეგი თემები:

,, ფიზიკური აქტივობა’’, ,,სწორი კვება’’, ,, მავნე ჩვევები’’, დღის რეჟიმი’’, ,, პირადი ჰიგიენა’’.

Ø  ჯგუფებმა შექმენით კედლის გაზეთი მოცემულ თემაზე;

 

Ø  დავალება შეასრულეთ ,,powerPoint’’ - ში;

 

Ø  პრეზენტაცია უნდა მოიცავდეს 4-5 სლაიდს;

 

Ø   თემის პრეზენტაცია მოხდეს  აუდიტორიის წინაშე.

 

პრაქტიკული რჩევები კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისთვის:

Ø  აირჩიეთ სამიზნე ასაკი და ჩაატარეთ გამოკითხვა ,, რა იციან ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ?’’ და შემდეგ უშუალოდ იმ თემის ირგვლივ, რომელი თემაც გაქვთ დავალებად მიღებული.

 

Ø  მოიძიეთ და გაეცანით შესაბამის ლიტერატურას.

 

Ø  მოიძიეთ ინფორმაცია ინტერნეტში. (იხ. ჰიპერლინკები: პირადი ჰიგიენა, სხეულის ჰიგიენა, სწორი კვება.)

Ø  შეგიძლიათ გაესაუბროთ კომპეტენტურ პიროვნებას ( მაგ: სკოლის ექიმი).

 

Ø  თვალსაჩინოებისთვის ჯგუფებმა დაამზადეთ დამხმარე ვიზუალური მასალა- საინფორმაციო ბუკლეტები, არსებულ თემაზე.

 

 

 

Комментариев нет:

Отправить комментарий