ალექსანდრე ცინცაძის აკადემია.
აკადემიაში მომზადდება გოგონების გუნდი,როგორც მინი ფეხბურთში ასევე ფუტძალში.მოზარდისთვის სპორტი გარდა ჯანმრთელობისა, არის მეგობრების შეძენის, თანატოლებთან ურთიერთობების, ჯგუფურ აქტივობებში ჩართვისა და საჯარო აღიარების მოპოვების შესაძლებლობა.
უნდა აღინიშნოს რომ საქართველოში გოგონებს ნაკლებად აქვთ შესაძლებლობა იყონ ჩართულები სპორტულ აქტივობებში, რადგან ნაკლებად არის საქართველოში აღიარებული ქალების სპორტი, შესაძლოა ეს გამოწვეული იყოს სტერეოტიპული დამოკიდებულების გამო.ყველა ახალგაზრდას უნდა ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობა იყოს აქტიური და მისდიოს სპორტს მიუხედავად სქესისა, უნარებისა, ფიზიკური შესაძლებლოებისა და სოციალური სტატუსისა.
ახალგზრდები, რომლებიც ჩართული არიან სპორტულ აქტივობებში არიან უფრო ჯანმრთელები, უკეთესი აკადემიური მოსწრება აქვთ, ისინი მეტად გახსნილები და აქტიურები არიან.
იქიდან გამომდინარე,რომ გოგონები ნაკლებად არიან ჩართულები სპორტის სახეობებში ფუტძალის ასოციაციის ხელეწყობით იგეგმება გოგონებისთვის ჩემპიონატები.წრის შექმნის საჭიროებაც ამ ფაქტმა მოიტანა.
წრეზე მუშაობა დაიწყო ოქტომბრის თვიდან.იქიდან გამომდინარე,რომ სკოლაში მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები ვარჯიშები მიმდინარეობდა სკოლის ახლოს მდებარე ღია მოედანზე კვირაში სამი დღე, ერთი სათის ხანგრძლივობით.წრის ხანგლძლივობა მოიცავს სამ თვეს, ჩემპიონატი იწყება ნოემბრის თვეში. პერსპექტიულ მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა მოხვდნენ გუნდში.
Комментариев нет:
Отправить комментарий